კვირა, 24.11.2024, 01:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » ფორუმ-თეატრები

ფორუმ-თეატრი თავის მოგზაურობას გურიაში აგრძელებს,

წარმოდგენა ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში იმართება...

ლანჩხუთის თვითმმართველობის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით პარკში   მრავალფეროვანი აუდიტორია იკრიბება: საკრებულოს აპარატის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, ცნობისმოყვარე გამვლელები...

- როგორ ვიპოვოთ გამოსავალი, ვის ხელშია პრობლემის მოგვარების გასაღები, როგორ, რა მეთოდებით დავეხმაროთ მსხვერპლს? -  პრობლემის განხილვაში მაყურებლები აქტიურად ერთვებიან და განსხვავებულ ვარიანტებს გვთავაზობენ:

- თავშესაფარი უნდა არსებობდეს, მსხვერპლს მხოლოდ აქ შეუძლია, თავი დაცულად იგრძნოს.

- ძალადობის პრობლემის მიმართ გულგრილი არ უნდა იყოს საზოგადოება, მოძალადეს არავის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს!

 - არასოდეს არ უნდა ვთქვათ, "ეს ჩემი საქმე არ არის, ეს მე არ მეხება”. არავინ იცის, მსხვერპლს ამ დროს თანადგომა როგორ სჭირდება.

წარმოდგენა მთავრდება.  ფიქრი, მსჯელობა ძალადობის პრობლემის გარშემო არ წყდება, ის უკვე ცალკეულ ადამიანებს შორის, ადამიანთა ჯგუფებში გაგრძელდება.

 იმავე დღესვე წარმოდგენა ოზურგეთის მე-3 სკოლაში იმართება. მოსწავლეები და პედაგოგები ფორუმ-თეატრის სპეციფიკას კარგად ითავისებენ. მსახიობებს როლებს უცვლიან და თითოეულ წარმოდგენას პოზიტიურ  დასასრულს აძლევენ... აქაც გრძელდება მსჯელობა, როგორ ვებრძოლოთ ძალადობას, როგორ ვიპოვოთ გამოსავალი...   

დღის ბოლოს მიკროავტობუსი გეზს ქუთაისისკენ იღებს. ფორუმ-თეატრის მსახიობები  მომდევნო შეხვედრის სურვილით ემშვიდობებიან გურიას.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1068 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010

გაზაფხულის გრილი დღე იდგა...

როგორც ყოველთვის, ლექციის შემდეგ სტუდენტები უკვე სახლში წასვლას აპირებდნენ. ამ დროს, უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფი გამოჩნდა და... შეჩერდნენ.

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი წარმოდგენას მართავდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

წარმოდგენა დაიწყო.  მაყურებელთა რიცხვი თანდათან გაიზარდა. მონაწილეებმა თავიდანვე აუღეს ალღო ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და თითოეული სცენარის განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.

- ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი, წარმოდგენილ სცენარში დედამთილი და მული ნეგატიურ როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.

„უფრო თამამებმა" მსახიობის როლიც მოირგეს და თითოეულ სცენარს პოზიტიური გაგრძელება მისცეს.

მსგავსი წარმოდგენა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში, World Vision-ის ოფისშიც  გამართა მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

 წარმოდგენილი  სცენარების განხილვაში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1254 | დაამატა: admin | თარიღი: 28.04.2010

მარტის თვეში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა მოაწყო ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში და ქუთაისის „ბავშვთა სოფელში", სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ.

მოზარდები განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების შემდეგ გამოსავალსაც თვითონ პოულობდნენ. მაგალითად, ვაცნობოთ პედაგოგს, რათა მან მიმართოს საჭირო ზომებს; მოზარდებს შორის გაიმართოს დიალოგი და მოვუწოდოთ მოძალადეს, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია;

წარმოდგენის დასასრულს სკოლების ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს ფონდი „სოხუმის" მისამართით, რადგან  მოზარდებს საშუალება მიეცათ ღრმად ჩაუფიქრდნენ ძალადობის თემას და გამოსავალზეც იფიქრონ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1242 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2010

ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.

გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1217 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

« 1 2 ... 9 10 11
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0