|
ფორუმ-თეატრის წარმოდგენა გაიმართა ქუთაისის პარკში. საინტერესო იყო ის, რომ მაყურებლის ნაწილი დემონსტრაციულად არ ჩაერთო წარმოდგენაში, რადგან მათი აზრით, მსგავსი რამ არ ხდება ჩვენთან. ასეთი არაერთგვაროვანი გამოხმაურება, დისკუსიები ოჯახში ძალადობის მასშტაბებზე, მის შედეგებზე არის რეზულტატი ფორუმ-თეატრისა, რადგან მაყურებელი აუცილებლად დაფიქრდება მსგავს ფაქტებზე. ახალგაზრდებმა მათ ირგვლივ მომხდარი ბევრი საგანგაშო შემთხვევა დააფიქსირეს. როგორც წესი, სწორედ აქედან იქმნება ახალი სცენები მომდევნო წარმოდგენებისათვის.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|