ფორუმ-თეატრის ჩვენება ეწყობა სხვადასხვა ქალაქსა და სკოლაში, რადგან მომავალი თაობა ის ძირითადი რესურსია რომელმაც უნდა იბრძოლოს ძალადობის პრობლემის აღსაკვეთად, ვინაიდან ეს პრობლემა საყოველთაოა და საზოგადოების ყველა ფენის მხარდაჭერით და თანადგომით უნდა მოგვარდეს. ოქტომბრის თვეში ფორუმ თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა – ქუთაისის მე-10 და 21-ე საჯარო სკოლაში.
წარმოდგენილი სცენები აქტუალური აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისათვის, მოზარდები
განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ ძალადობის სცენების გახილვაში, შემდეგ გამოსავალსაც თვითონ პოულობდნენ. მაგალითად^
- ვაცნობოთ პედაგოგს, რათა მან მიმართოს საჭირო ზომებს; მოზარდებს შორის გაიმართოს დიალოგი.
- მოვუწოდოთ მოძალადეს, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია;
- ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არ უნდა ჩაერიოს მესამე პირი, წარმოდგენილ სცენარში დედამთილი და მული ნეგატიურ როლს თამაშობენ და ხელს უწყობენ ოჯახური კონფლიქტების განვითარებას.
- ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს!
მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |