ოთხშაბათი, 16.10.2019, 02:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 26 » პრეს-რელიზი
20:42
პრეს-რელიზი

პროექტის პრეზენტაცია   

 

2010 წ. ოქტომბრიდან (2011 წ. ოქტომბრამდე) ფონდი "სოხუმი"  მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით". პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია – იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში  ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით. 

 

მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში დევნილთა ინტეგრაციის ხარისხი არასაკმარისია და ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ იზოლაციაში არიან. თუმცა ის მუშაობა, რომელიც მათი განსახლების კუთხით ხორციელდება, აჩვენებს, რომ ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო იკრებს ძალას. ამ პროცესში კი ქალები მეტ აქტიურობას ავლენენ, მონაწილეობენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხის განხილვაში. ამავე დროს ისინი, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგანაც თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში და, ამდენად, მოკლებულნი არიან საშუალებას, აქტიურად იმოქმედონ საზოგადოებრივ პროცესებზე.

პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურს, ვასწავლოთ ქალებს, გამოავლინონ და გამოიყენონ საკუთარი აქტივობა, მოახდინონ გავლენა გენდერული კომპონენტების დანერგვაზე ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პოლიტიკაში. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მივცეთ საშუალება ყველაზე აქტიურ ლიდერ ქალბატონებს, დაეუფლონ იმ პროგრამების მონიტორინგის ჩატარებას, რომლებიც უკვე მუშაობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.

 

პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები:

1. ჩატარდება 3 ტრენინგი ლიდერ ქალებთან აქტივიზმის, ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერობის თემაზე იმერეთის რეგიონის 3 ქალაქში, სადაც დევნილთა მეტი ნაწილია განთავსებული (ქუთაისი – 12191, წყალტუბო – 6281, ხონი – 2500 დევნილი). ტრენინგის შემდეგ მოხდება იმ მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენინგების II ციკლს და შეიძენენ უნარ-ჩვევებს მონიტორინგისა და შედეგების ადვოკატირების კუთხით შემდგომი მუშაობისათვის.

2. ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (იგპ) ქალებისათვის მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასაუფლებლად – ჩატარდება1 ტრენინგი მონიტორინგსა და ადვოკატირებაში. ტრენინგის თემატიკაში შეტანილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკის, მონიტორინგის განხორციელებისა და ადვოკატირების საკითხები.

3. სამოქალაქო საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენელი ქალების შეხვედრა. იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) სულ ჩატარდება 12 შეხვედრა.

4. მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოშვება – მომზადდება და გამოიცემა მეთოდური სახელმძღვანელო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი სფეროების მონიტორინგისათვის.

5. გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში.  თემა –კონფლიქტები, დემოკრატიის განვითარება, ქალთა სიმცირე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოცდილების გაზიარება წარმატებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით, ახალი მიდგომებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავება.

6. მონიტორინგის ჩატარება და შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება – მონიტორინგის თემა: რამდენადაა  გათვალისწინებული გენდერული მიდგომები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად სფეროებში. მომზადდება ანალიზი საკრებულოს სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა პროგრამებში გენდერული კომპონენტების კუთხით.

7. მრგვალი მაგიდების ჩატარება – საზოგადოებრიობის ფართო წრეების, მასმედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვით იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) ჩატარდება 3 მრგვალი მაგიდა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიშები მონიტორინგის შედეგების შესახებ.

8. საინფორმაციო შეხვედრები იგპ ადგილობრივ თემებთან მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით 3 ქალაქში (5 შეხვედრა ყოველ ქალაქში). ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების გაზრდას იგპ-თა პრობლემების მიმართ, მათ გააქტიურებას და ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.

  

ვიმედოვნებთ, რომ საგანმანათლებლო ტრენინგების და მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ იგპ ქალები მიიღებენ გარკვეულ უნარ-ჩვევებს, გააძლიერებენ თავიანთ პოზიციას და დაჩქარდება მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში.

   მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია განიხილება იგპ თემში და სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, დავაახლოვოთ იგპ ქალები ადგილობრივ საზოგადოებასთან, მივაპყროთ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება გენდერულ ასპექტებსა და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას. ეს კი ერთ-ერთი გზაა ქვეყნის შიგნით გადადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და გენდერული სამოქალაქო საზოგადოების შენებისათვის ჩვენს ქვეყანაში.

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1079 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0