ფონდ „სოხუმს" ეწვია შემფასებელი ბატონი ჯონ ბიუკლერკი დიდი ბრიტანეთიდან რომელიც გერმანიის ორგანიზაცია EED-ს მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს შეაფასებს.
პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმარი პროექტის ხელმძღვანელებს, კოორდინატორს, ასისტენტებს, და პროგრამაში დაკავებულ პირებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სტუმრები EED- დან, ილონკა ბოლტზე (პროგრამების ოფიცერი ბალკანეთის და კავკასიის ქვეყნებში), მაიკლ კრონენბერგი (უფროსი მენეჯერი ფინანსურ საკითხებში), ლევან აბაშიძე (კონსულტანტი საქართველოში).
შემფასებელი ჯონ ბიუკლერკი ფონდ „სოხუმში"თერთმეტი დღის განმავლობაში დარჩება. ის ჩაატარებს ინდივიდუალურ ინტერვიუებს სამიზნე ჯგუფებთან, ბენეფიციარებთან, როგორც ქუთაისში, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ფონდი „სოხუმის" მიერ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებია გახსნილი, ასევე პროექტის ლიდერებთან, პარტნიორებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებლებთან.
უცხოელ შემფასებელთან ერთად პროექტს შეაფასებს ადგილობრივი შემფასებელი ილიკო ნაცვალაძე. |