გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური
მოდელი გენდერული
ცვლილებებისათვის რეგიონებში
2013 წლის 1 სექტემბრიდან
2016 წლის 1 სექტემბრამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" ახორციელებს პროექტს „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის".
პროექტს აფინანსებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი, ხოლო მას ახორციელებს ფონდი „სოხუმი" საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან
კოორდინაციით.
პროექტი მიზნად ისახავს
ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც უზრუნველყოფენ დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში (ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი) შექმნილი
გენდერული საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი
საკრებულოს წევრები და სამოქალაქო
აქტივისტი ქალები და მამაკაცები (დევნილი და ადგილობრივი მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები).
ყოველწლიურად, გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ჩაატარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტების გენდერულ
ანალიზს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს გენდერული კომპონენტების გასათვალისწინებლად ადგილობრივ ბიუჯეტებში და ლობირებას გაუწევენ მათ. საბჭოები შეისწავლიან ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებენ პროექტებს და წარადგენენ მათ ადგილობრივ საკრებულოებში თანადაფინანსებისათვის.
პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ცნობიერების
ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა წარმომადგენლობის და მათი როლის გაზრდის საჭიროებაზე რეგულარული
შეხვედრების, საინფორმაციო კამპანიისა (ჟურნალი, ვებ-გვერდი, ფეისბუქ-გვერდები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები) თუ მრგვალი მაგიდების საშუალებით.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოები მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.
მოსალოდნელი შედეგები:
·
სამ ქალაქში შექმნილმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა (ინსტიტუციონალური მექანიზმის მოდელი) ხელი შეუწყვეს ადგილობრივ ბიუჯეტებსა და პროგრამებში გენდერული კომპონენტების დანერგვას.
·
ინფორმირებულმა მოქალაქეებმა სამიზნე ქალაქებში მხარი დაუჭირეს ქალთა წარმომადგენლობას და მათი როლის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების
ადგილობრივ დონეზე.
·
გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელმა ადვოკატირება გაუწია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის
მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ ცვლილებებს გენდერული თანასწორობის
ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში.
გენდერული საკონსულტაციო
საბჭო - ეს არის გაერთიანებული რესურსები, ახალი ცოდნა და უნარები, თანამშრომლობა სახელმწიფოსა
და საზოგადოებას შორის, ურთიერთპასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
გენდერული საკონსულტაციო
საბჭო - არის ადგილობრივი დონის ახალი ინსტიტუციონალური მექანიზმი, ახალი მოდელი ქართულ კონტექსტში.