ფონდ „სოხუმში" მონიტორთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრა მოეწყო. პროექტის დირექტორმა ალლა გამახარიამ მონიტორებს განუმარტეს, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და გენდერული ანალიზი სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში.
მონიტორებმა თავის მხრივ წარმოადგინეს ანგარიში ამ მიმართულებით მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, პროექტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს შეხვედრის შედეგები. მონიტორებს დაევალათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება საკრებულოსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებში, რათა შესწავლილ იქნას თუ რამდენი ქალი ღებულობს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რამდენი ქალი სარგებლობს უფასო მგზავრობის შეღავათებით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. |