|
ფონდმა „სოხუმმა" თებერვლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო ქალთა მობილიზების კუთხით ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ხურჩაში, ფოთში და სენაკში. შეხვედრები მიმდინარეობს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, რომელსაც უძღვებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ისინი აცნობენ დევნილებს ფონდის საქმიანობას, თვის განმავლობაში რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, განიხილავენ იმ პრობლემებს, რომელიც სხვადასხვა კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ.
თებერვალში მოეწყო 10 შეხვედრა ქუთაისში, 10 - წყალტუბოში, 10 - სენაკში, 10 - ფოთში, 10- ხონში, 3- ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|