|
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის" პროექტი
„ქალთა სამოქალაქო მონაწილეობა"
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED, ვაშინგტონი) ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „ქალთა სამოქალაქო მონაწილეობა".
პროექტის გეოგრაფია მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონს (იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია). |
პროექტის მიზნები:
v სამოქალაქო საზოგადოებაში და კონფლიქტის მოგვარებაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა
v ქალთა სამოქალაქო შესაძლებლობების გაუმჯობესება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის
პროექტში იგეგმება ამომრჩეველ ქალთა ლიგის ინტენსიური საქმიანობა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი და ბათუმი. პროექტის მეორე ნახევარში შეუერთდება ოთხი სოფლის კლუბი - ხურჩა, კოკი, მენჯი, ბია (სამეგრელო).
საგანმანათლებლო საქმიანობის ახალი ეტაპი მოიცავს ვორკშოპების ჩატარებას, სადაც ქალები შეისწავლიან დებატების წარმართვისა და ადვოკატირების ტექნიკას, ადვოკატირებისა და ლობირების სტრატეგიების შემუშავებას და აიმაღლებენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს.
შესაბამისი უნარებით აღჭურვილი ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები დაესწრებიან ადგილობრივი საკრებულოების სხდომებს და ჩაატარებენ პოლიტიკური პარტიებთან შეხვედრებს ქალთა საკითხების მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად. ასევე შეიმუშავებენ წინადადებათა პაკეტს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის კუთხით, რომლებიც შემდგომი ადვოკატირებისა და ლობირებისათვის წარედგინება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს და სხვა შესაბამის სტრუქტურებს.
პროექტის განხორციელების პერიოდში, ფონდი „სოხუმისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ქალთა ასოციაციის" (სოხუმი) წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან ერევანში მუშაობის გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება მიმართული იქნება ქალთა შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად სამოქალაქო და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი სრულფასოვანი ჩართვის მიზნით.
მთელი პროექტის განმავლობაში იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, რაც ხელს შეუწყობს პარტიულ სტრუქტურებში ქალთა მხარდაჭერას, ასევე განაპირობებს ამომრჩეველ ქალთა ლიგასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის მჭიდრო კავშირს და პოტენციური ქალი კანდიდატების მხარდაჭერას 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში.
მიგვაჩნია, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალთა სამოქალაქო შესაძლებლობების გაძლიერებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათ სრულფასოვან მონაწილეობას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, მომავალი ადგილობრივი არჩევნების გენდერულ სურათზე პოზიტიურ გავლენას, ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას.
|
|
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი"
პრეს-რელიზი
ოქტომბერი, 2012 წ.
ქუთაისი |
„ქალთა ჯგუფების ადგილობრივ ხელისუფლებასთან
დიალოგიდან - ურთიერთქმედებამდე"
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე, დასავლეთ საქართველოში, ფონდი „სოხუმი" ახორციელებს პროექტს „ქალთა ჯგუფის ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგიდან - ურთიერთქმედებამდე".
პროექტი დაფინანსებული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სელჩოს მიერ. ის მიზნად ისახავს ფონდის „ამომრჩეველ ქალთა ლიგის" ძლიერი და ორგანიზებული ქსელის შექმნით და ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოებით დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, ბათუმი) ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვას.
პროექტის პირდაპირი ბენეფიციარებია ამომრჩეველ ქალთა 8 კლუბის წევრები, 240 ქალზე მეტი.
პროექტის განხორციელების შემდეგ, არაერთი სასიცოცხლო საკითხის მოგვარებით, სარგებელს მიიღებს ამ ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა; თავად ქალთა ჯგუფი რომელიც გახდება უფრო ძლიერი, ცნობადი, მოთხოვნადი, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს თანაბარ გენდერულ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც დაამყარებს მჭიდრო თანამშრომლობას საზოგადოებასთან და ასახავს მათ რეკომენდაციებს თავის საქმიანობაში; პროექტში ჩართული იგპ ქალები, რამეთუ პროექტი მათ სოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ჩართვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ღირებული ხდება სხვადასხვა ჯგუფებისათვის შესაბამისი განათლების მიცემის, ინიციატივების ჩამოყალიბებაშ დახმარების გაწევის, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დიალოგის ხელშეწყობის, ადგილობრივი მოსახლეობისა და იგპ-ებისათვის საჭირბოროტო საკითხების კვალიფიციური ადვოკატირების საკითხი.
ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველთა ქალთა ლიგა, რომელიც აერთიანებს 8 კლუბს, აქტიურად ჩართავს ამ პროექტში თავის აქტივისტებს. ისინი გაივლიან შესაბამის ტრენინგებს, შეისწავლიან ადგილობრივი თემის პრობლემებს, ჩამოაყალიბებენ სამოქალაქო ინიციატივებს და წინადადებებს, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია ადგილობრივ დონეზე.
პროექტის მონაწილეები დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, რათა მოხდეს ამ ინიციატივების შეჯერება, რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქსა და რაიონში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად პანელურ დისკუსიებზე ისინი განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, არასმთავრობო ორგანიზაციების, სახელისუფლებო სტრუქტურების მონაწილეობით.
|
რეიგან-ფასელისდემოკრატიისსასტიპენდიანტოპროგრამაარისსაერთაშორისოგაცვლითიპროგრამა, რომელიც პრაქტიკოსებს, მეცნიერებსდაჟურნალისტებსმთელიმსოფლიოდანსთავაზობსსაშუალებასგაატარონხუთითვედემოკრატიისმხარდაჭერისეროვნულფონდში (NED), ვაშინგტონში, რათაჩაატარონკონკრეტულიქვეყანისაანრეგიონისდემოკრატიისდამოუკიდებელიკვლევა. დეტალურიინფორმაციისთვისიხილეთთანდართულიფაილირუსულდაინგლისურენებზე.
|
შემუშავდა და მიღებულ იქნა ამომრჩეველ ქალთა ლიგის სტრატეგიული
პრიორიტეტების ძირითადი პრინციპები და ხედვა 2012 – 2014 წლებისთვის. ლიგის წარმომადგენლებმა ეს დოკუმენტი მიაწოდეს ყველა პოლიტიკურ
პარტიას, ადგილობრივ ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დასავლეთ საქართველოს
8 ქალაქში. დოკუმენტის ნახვა სეგიძლიათ აქ:
|
|
ძვირფასებო!
დაე, 2012 წელი იყოს
ჯანის სიმრთელისა და ბედნიერების წელი,
წელი სიუხვისა და სიბრძნისა,
მშვიდობისა და აყვავებისა,
წელი სიხარულისა და სინათლისა,
სიყვარულისა, სიცილისა...
ფონდი "სოხუმი” ბედნიერ ახალ წელსა და შობას გისურვებთ! |
|
|
ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას
16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
„სახლში მშვიდობიდან – მსოფლიოში მშვიდობამდე"
ფონდი „სოხუმი" 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულად ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მთელ დასავლეთ საქართველოში ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გავრცელდება კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები, ბუკლეტები.
„2011 წლის კამპანია არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას იმ სისტემების შესაცვლელად, რომელთა წყალობითაც გრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა ყველა დონეზე – ადგილობრივიდან გლობალურამდე", - ნათქვამია საერთაშორისო კამპანიის მასალებში.
კამპანიის საერთო თემა ემსახურება ჩვენი ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა მუშაობა ძალადობრივი და მილიტარისტული მენტალიტეტის გარდაქმნისათვის და მეტი პარტნიორის ჩასართავად სამართლიანი და მშვიდობიანი მსოფლიოს შენების პროცესში.
„სახლში მშვიდობა" ეხმიანება და უკავშირდება „მსოფლიოში მშვიდობას", ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი”
ქუთაისი, მგალობლიშვილის 6. ტ. 27-29-02
women@fundsokhumi.ge
|
|
ფონდი `სოხუმი~ უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას "არ არის ქალი არ არის მშვიდობა”, რომელიც ინიცირებულია 2010 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ქსელის "გენდერული თანასწორობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” მიერ.
31 ოქტომბერს, 18-დან 19 საათამდე, დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი, ხურჩა, ოზურგეთი, ბათუმი - ფონდი `სოხუმის~ ორგანიზებით ჩატარდება ქალთა მშვიდობიანი აქციები.
აქცია ტარდება ქალთა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და ემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების, 1325, მე-11 წლისთავს, რომელიც ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართვის, პოლიტიკური მონაწილეობის, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ვალდებულებებს აკისრებს წევრ ქვეყნებს.
ქალთა მოძრაობებს მთელ მსოფლიოში აერთიანებთ სულისკვეთება, რომ რეზოლუცია 1325-ის პრინციპები უნდა სრულდებოდეს, ის უნდა გახდეს უძლიერესი ინსტრუმენტი ქალთა უფლებების დაცვის, მათი დემოკრატიულ პროცესებში შეუფერხებელი მონაწილეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის.
კამპანიის ორგანიზატორების ფოკუსი არის სოლიდარობა ავღანელი ქალების მიმართ, რომლებიც ურთულეს პირობებში ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სახელმწიფოებრივი შენების პროცესში.
ფონდი "სოხუმის" მიერ დასავლეთ საქართველოში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ქალი.
აქციის ატრიბუტიკა და სიმბოლოებია ანათებული სანთლები და მწვანე შარფები
აქციის მონაწილეებს აქვთ გზავნილი:
ქალთა უფლებების დაცვა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პირობებში, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რეზოლუცია 1325-ის სრული ამოქმედება არის გზა მშვიდობისა და თანასწორობისაკენ !
შემოუერთდით აქციას,
გახდით საერთაშორისო კამპანიის თანამონაწილე!
საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი `სოხუმი~
ქუთაისი, მგალობლიშვილის 6
ტელ.: +995 431 27 29 02
ელ-ფოსტა: women@fundsokhumi.ge
ვებ-საიტი: www.fundsokhumi.ge
| |