ფონდი `სოხუმი~ უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას "არ არის ქალი არ არის მშვიდობა”, რომელიც ინიცირებულია 2010 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ქსელის "გენდერული თანასწორობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” მიერ.
31 ოქტომბერს, 18-დან 19 საათამდე, დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხობი, ზუგდიდი, ხურჩა, ოზურგეთი, ბათუმი - ფონდი `სოხუმის~ ორგანიზებით ჩატარდება ქალთა მშვიდობიანი აქციები.
აქცია ტარდება ქალთა მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში და ემთხვევა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების, 1325, მე-11 წლისთავს, რომელიც ქალთა სამშვიდობო პროცესებში ჩართვის, პოლიტიკური მონაწილეობის, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ვალდებულებებს აკისრებს წევრ ქვეყნებს.
ქალთა მოძრაობებს მთელ მსოფლიოში აერთიანებთ სულისკვეთება, რომ რეზოლუცია 1325-ის პრინციპები უნდა სრულდებოდეს, ის უნდა გახდეს უძლიერესი ინსტრუმენტი ქალთა უფლებების დაცვის, მათი დემოკრატიულ პროცესებში შეუფერხებელი მონაწილეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის.
კამპანიის ორგანიზატორების ფოკუსი არის სოლიდარობა ავღანელი ქალების მიმართ, რომლებიც ურთულეს პირობებში ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის სახელმწიფოებრივი შენების პროცესში.
ფონდი "სოხუმის" მიერ დასავლეთ საქართველოში ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე ქალი.
აქციის ატრიბუტიკა და სიმბოლოებია ანათებული სანთლები და მწვანე შარფები
აქციის მონაწილეებს აქვთ გზავნილი:
ქალთა უფლებების დაცვა კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პირობებში, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რეზოლუცია 1325-ის სრული ამოქმედება არის გზა მშვიდობისა და თანასწორობისაკენ !
შემოუერთდით აქციას,
გახდით საერთაშორისო კამპანიის თანამონაწილე!
საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი `სოხუმი~
ქუთაისი, მგალობლიშვილის 6
ტელ.: +995 431 27 29 02
ელ-ფოსტა: women@fundsokhumi.ge
ვებ-საიტი: www.fundsokhumi.ge
|