კვირა, 24.11.2024, 01:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მიმართვები და ღია წერილები

 

როზა ლუქსემბურგის ფონდის ფილიალი რუსეთის ფედერაციაში

რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი)

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო)

 

პრეს-რელიზი
რუსეთისა და საქართველოს

რუსული ენის მასწავლებლების დიალოგი

2011 წლის 7-9 სექტემბერი
 

2011 წლის 7-დან 9 სექტემბრამდე ქობულეთში (საქართველო) რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის ჩატარდება სემინარი "შერიგების სასკოლო სამსახურები".

ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება მშვიდობით - მშვიდობიან გარემოში" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოს  წარმომადგენლებს შორის.

პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.

მიზანი სემინარისა, რომელიც უკვე მეორეა ჩაფიქრებული ციკლიდან - არის რუსული ენის მასწავლებლების ცოდნის არეალის გაფართოება აღდგენითი სამართლის  - კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ახალი ხერხის - პრინციპებისა და ტექნოლოგიების დარგში.

სემინარის მონაწილენი იმსჯელებენ რუსული ენის როლზე მოზარდი თაობის სწავლასა და აღზრდაში, გაეცნობიან აღდგენითი მედიაციის პრინციპებსა და ღირებულებებს, წარმოდგენა შეექმნებათ შერიგების სასკოლო სამსახურზე.

სემინარს ჩაატარებს რუსტემ მაკსუდოვი, პრეზიდენტი საზოგადოებრივი ცენტრისა „სასამართლო-სამართლებრივი რეფორმა"  (ქ. მოსკოვი).

სემინარის ჩატარების ადგილი: საქართველო, ქობულეთი, სასტუმრო „მწვანე სახლი", თამარ მეფის №8

დამატებითი ინფორმაცია სემინარისა და პროექტის შესახებ შეიძლება მიიღოთ  ალლა გამახარიასთან (პროექტის კოორდინატორი საქართველოში)  - 8 431 27 29 02 , მობ. 995 99 54 31 61, ელექტრონული ფოსტა woman@fundsokhumi. www.fundsokhumi.ge. www.facebook.com/fundsokhumi

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1090 | დაამატა: admin | თარიღი: 05.09.2011


...ისევ ვანში ვართ.

დილით აქ ფონდი „სოხუმის" ხელმძღვანელობა ჩავიდა, დღის მეორე ნახევარში კი უკვე სურსათი ჩავიტანეთ.

დამთრგუნველი სიტუაცია დაგხვდა: დამწვარი სახლის ნარჩენები ისევ ხრჩოლავდა. სურათს კიდევ უფრო ამძიმებდა  სახლის საძირკველში დაგრეხილი საწოლების რკინები...

-ყველაფერი დავკარგეთ და მერამდენედ, მაგრამ კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს. - ცრემლებს ვერ იკავებენ დევნილი ქალები.

21 ივლისს  გამთენიისას ვანის კურორტ „ამაღლებაში" ხანძრის შედეგად განადგურებულ  საცხოვრებელ კოტეჯში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 12 ოჯახი  ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე - ფაქტობრივად, ქუჩაში დარჩა.

გუშინ დაზარალებულებთან ჩავიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  თავმჯდომარე გია ბარამია და მთავრობის წარმომადგენლები. აფხაზეთის მთავრობამ ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ თორმეტივე ოჯახს პირველადი დახმარების სახით გამოუყო ათას-ათასი ლარი.

ვანში ჩავიდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებიც, რომლებმაც განსახლების სხვადასხვა ვარიანტი შესთავაზეს დევნილებს.

სამინისტროს იმერეთის განყოფილებაში გაიხსნა დევნილთა დახმარების საკოორდინაციო შტაბი.

გაეროს წარმომადგენლებმა დევნილებს ჩაუტანეს გასაშლელი საწოლები და პირველადი მოხმარების  ნივთები.

ჩვენ ყველა ქსელში გავაგზავნეთ ინფორმაცია ამ ტრაგედიის შესახებ და ყველას მოვუწოდეთ, დახმარებოდნენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს.

უამრავი გამოხმაურება მივიღეთ, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდით.

ფონდი „სოხუმის" ოფისში გროვდება ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული და სხვა აუცილებელი ნივთები, რომელთაც ფონდის წარმომადგენლები პერიოდულად ჩაუტანენ ამაღლებაში მცხოვრებ დევნილებს.

 

 

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 958 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.07.2011

   
 

გამთენიისას ვანის რაიონის კურორტ  ამაღლების"  დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებაში ტრაგედია დატრიალდა.

მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ხის კოტეჯები, რომლებშიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ დევნილები.

დღეს ღია ცის ქვეშ დარჩა:

13 ბავშვი (მათ შორის ერთი - სამი 3 თვის), 13 ქალი და 13 მამაკაცი.

ფონდი „სოხუმი" ერთ-ერთი პირველი ჩავიდა ვანში.

ჩვენ მოვუწოდებთ  ყველას,  გამოიჩინოს გულისხმიერება და დახმარების ხელი გაუწოდოს დაზარალებულებს.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1162 | დაამატა: admin | თარიღი: 21.07.2011

 

რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლების დიალოგი

 

2011 წლის 2-დან 7 ივლისამდე ერევანში (სომხეთის რესპუბლიკა) ჩატარდება სარეაბილიტაციო-საგანმანათლებლო სემინარი რუსეთისა და საქართველოს რუსული ენის მასწავლებლებისათვის.

ღონისძიება იმართება პროექტის „ცხოვრება სამყაროში - ცხოვრება მშვიდობიანად" ფარგლებში, რომელიც მიმართულია ურთიერთთანხმობის დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური შერიგებისაკენ მრავალმხრივი დიალოგის ინიცირებით რუსეთისა და საქართველოს  წარმომადგენლებს შორის.

პროექტი ხორციელდება ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის პარტნიორობით: რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - კავშირი „დონის ქალები" (რუსეთი) და არასამთავრობო ორგანიზაცია - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი" (საქართველო). პროექტი არის ლოგიკური გაგრძელება  საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის მონაწილეთა დიალოგისა, რომელიც დაიწყო თბილისში 2009 წლის დეკემბერში.

სემინარში მონაწილეობს 12 ქალი თითოეული ქვეყნიდან. პროექტში მონაწილეობის უფლება მათ მოიპოვეს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს შორის გამართული სპეციალური კონკურსის შედეგად, რომელიც ერთდროულად ჩატარდა რუსეთსა და საქართველოში.

პროექტის მიმდინარეობისას პედაგოგები შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს სემინარ-ტრენინგის ციკლში, მონაწილეობას მიიღებენ მრავალწახნაგოვან დიალოგში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ჩვენს შემდგომი თაობის აღზრდაში მშვიდობისა და არაძალადობრივი კულტურის სულისკვეთებით, შეძლებენ, შეიმუშავონ პარტნიორული პროქტები მოსწავლეებში ტოლერანტული მსოფლმხედველობის ფორმირებისათვის.

ერევნის სემინარის (ჩაფიქრებული ციკლის პირველი სემინარის) მიზანია, ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს მონაწილეებს, რაც მიმართულია პროფესიული „გადაწვის" პროფილაქტიკისაკენ, პიროვნული რესურსების გაძლიერებისაკენ, ურთიერთნდობის გარემოს შექმნისა და გუნდის განმტკიცებისაკენ.

სემინარის წამყვანები იქნებიან ფსიქოლოგები რუსეთის სამხრეთ ფედერალური  ოლქიდან, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება პოსტტრავმული სტრესული დარღვევების მქონე ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარების გასაწევად.

 

სემინარის ჩატარების ადგილი

                                                    "Armenian Royal Palace",

სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი, სილიკიანის რაიონი

მე-4 ქუჩა, სახლი 17/1

ტელ.: +374 10 319 119, 319484 ფაქსი: +374 10 380338

 

დამატებითი ინფორმაცია სემინარისა და პროექტის შესახებ შეიძლება მიიღოთ ფონდ „სოხუმში" - 8 431 27 29 02 (საკონტაქტო პირი - ლალი შენგელია)

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1366 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2011


ფონდმა "სოხუმმა” 2009 წელს ჩამოაყალიბა ახალგაზრდული ფორუმ თეატრი, რომლის მთავარი მიზანია ძალადობის პრობლემის წინ წამოწევა და მისი შემდგომი პრევენცია. ფორუმ-თეატრის ყოველთვიურ შეხვედრებზე ხდება ძალადობის ამსახველი სცენების ჩვენება, შემდგომ კი განხილვა და  გადაჭრის გზების ძიება. 

ფონდი „სოხუმი" აცხადებს მსახიობთა კასტინგს ფორუმ-თეატრისათვის. 

კასტინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15-25 წლამდე ასაკის ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. 

კასტინგი ტარდება ფონდი „სოხუმის" ოფისში, 1 ივლისს 16 საათზე.  

მისამართი: ქუთაისი, მგალობლიშვილის 6 

საკონტაქტო პირი: თეა გოლეთიანი, ტელ. 598 62 15 58

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1372 | დაამატა: moderatori | თარიღი: 23.06.2011

საერთაშორისო კამპანია

„გლობალური კვირა შეირაღებული ძალადობის წინააღმდეგ"

 

13 ივ­ნისს, 12 სა­ათ­ზე, ფონ­დი „სოუმის" ოფის­ში (მგა­ლოლიშ­ვი­ლის №6) იმარ­თეა პრესრი­ფინ­გი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რი უსაფრთოეის სა­კითს ეღვნეა. 

 

ქსე­ლი IANSA–ს ორ­გა­ნი­ზეით 2011 წლის 13-19 ივ­ნისს, მთელ მსოფ­ლი­ო­ში ტარ­დეა სა­ერ­თა­შო­რი­სო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლოს, მი­აპ­როს კა­ცორიოის უ­რად­ღეა უკონ­ტრო­ლო შე­ი­ა­რა­ღეის საფრთეს.

 

მას­ში, სად­ღე­ი­სოდ,  ჩარ­თუ­ლია 60-ზე მეტი ქვე­ნის აქტივისტი. კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რეოს სა­ზო­გა­დოერი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ციეის, ურა­ლო ადა­მი­ა­ნეის სო­ლი­და­როის ფონ­ზე, რო­მელ­თაც აერ­თი­ა­ნეთ ფიქრი ადა­მი­ა­ნუ­რი უსაფრთოეის სა­კითზე.

კამ­პა­ნი­ას გან­სა­კუთ­რეულ ღე­რა­დოას ანი­ჭეს გენ­დე­რუ­ლი თე­მა­ტი­კის მნიშ­ვნე­ლოის გა­აზ­რეა, რად­გან  შე­ი­ა­რა­ღეული კონ­ფლიქ­ტეის დროს ვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი  სწო­რედ ქა­ლია.

 

ქალთა არასამთავროო ორგანიზაცია - ფონ­დი „სოუმი" 2011 წლი­დან შე­უ­ერ­თდა IANSA– ქსელს.

ჩვენ კარ­გა­დ გვაქვს გაც­ნოიე­რეული, რა ტკი­ვი­ლი მო­აქვს უკონ­ტრო­ლო ია­რაღს, შე­ი­ა­რა­ღეულ ალა­დოას, გან­სა­კუთ­რეით ქა­ლეისა და ავ­შვეისათვის.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დოეა, ათე­უ­ლი წე­ლია, ცოვ­როს ორი მოუგვარეე­ლი კონ­ფლიქ­ტის პი­როში. კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში და მის მიმ­დეარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დღე­საც გრელ­დეა შე­ი­ა­რა­ღეული ალა­დოა მშვი­დოიან მო­სალეოაზე.

კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცოვრემა ქალ­მა თქვა ნი­შან­დოლი­ვი რამ:

„ღამის ცალ­კე­უ­ლი სრო­ლეი სრუ­ლეითაც არ გვიფრთილს. ფო­რი­ა­ქი გვეწ­ა მა­შინ, რო­ცა სი­ჩუ­მე ისად­გუ­რეს. მა­შინ იწ­ა შიშ­ნა­რე­ვი მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ რა­ღაც უნ­და მოდეს!"

 

კამპანიის დღეეში, მიმდინარე ღონისიეის პარალელურად, ფონდი „სოუმი" ჩაატარეს საინფორმაციო შევედრეს ქუთაისში, წალტუოში, ონში, სენაკში, ფოთში, ოზურგეთსა და კონფლიქტისპირა სოფელ ხურჩაში.

კამპანიის ბოლო დღეს, 19 ივნისს, რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გავა ფონდი „სოხუმის" მომზადებული რადიოგადაცემა.

 

ჩვენ ვი­ზი­ა­რეთ კამ­პა­ნი­ის სუ­ლის­კვე­თეას და მსოფ­ლი­ოს კე­თი­ლი ნეის ადა­მი­ა­ნეის მარ­დამარ, ჩვენს მრა­ვალ­რიცოვან ენე­ფი­ცი­ა­რთან ერ­თად ვუ­ერ­თდეით მას, რათა

   გა­მოვატოთ შე­უ­რი­გეელი და­მო­კი­დეულეალა­დოის მიმართ,  

   გავაც­ნოიე­როთ გლოალურ პრო­ცე­სეში მო­ნა­წი­ლეოის მნიშ­ვნე­ლოა,

                  გა­მოვატოთ სო­ლი­და­როალადოის მსვერ­პლთა და მათი ოჯახის წევრების  მი­მართ!!! 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1057 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2011

მულტიკულტურული დიალოგის

და ურთიერთობის კომისიის

 

მიმართვა

 
მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისია გაეცნო დოკუმენტს "იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში  გადაყვანის სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურას (სოპ). დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა გამოსახლების პერიოდში დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:

·  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მონიტორინგის ჩატარებას, რათა გამოსახლების პროცედურა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ დოკუმენტს და გამოსახლების პროცესის დროს არ დაირღვას ადამიანთა უფლებები;

·  იზრუნოს, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს თავშესაფრის გარეშე;

·  დაეხმაროს გამოსახლებულ დევნილებს შემდგომ ადაპტაციაში ახალ საცხოვრებელ ადგილებზე

·  დაეხმაროს გამოსახლებულ დევნილების ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნაში

·  დაეხმაროს რეგიონებში დასაქმების პროექტების განვითარებას

·  იშუამდგომლოს სოფლად მცხოვრები დევნილებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების  გამოყოფაზე.

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1298 | დაამატა: admin | თარიღი: 24.01.2011

« 1 2 3 4 5 6 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0