კვირა, 24.11.2024, 02:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მიმართვები და ღია წერილები

ფეისბუქი დღესდღეობით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია როგორც პირადი ურთიერთობისათვის, ასევე საკუთარი პროდუქციის თუ საქმიანობის რეკლამისთვის, თანამოაზრეების მოსაზიდად.

ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულმა ქსელმა შექმნა საკუთარი ე. წ. „ფეისბუქის ლაიქ“ გვერდი, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული, განსაკუთრებით  ახალგაზრდებში. გვერდი ყოველდღიურად ზრდის მომხმარებელთა რიცხვს.

ყოველთვიურად ჩვენ ვაკეთებთ აღნიშნული გვერდის ანალიზს, ვეხმაურებით მომხმარებელთა ინტერესებს, რაც გვაძლევს საშუალებას, მუდამ გვქონდეს კონტაქტი ჩვენი საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან.

მარტი ახალგაზრდულმა ქსელმა დაუთმო მუშაობას ქალთა უფლებებზე, მათ როლზე ჩვენს ქვეყანაში. ფონდი „სოხუმის“ ექვსივე ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება და მათზე ინფორმაციები განთავსდა ფეისბუქის გვერდზე. ამ პუბლიკაციებს მოყვა განხილვა და კომენტარები.

ბიჭების უმრავლესობის აზრით, ქალთა უფლებები არ ირღვევა, რადგან ყველას აქვს საშუალება, იცოდეს საკუთარი უფლება და დაიცვას კიდეც, რაზეც საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამენ გოგონები და პასუხობენ მაგალითებითა და პირადი გამოცდილებით.

კიდევ ერთი აქტუალური განსჯის საგანი იყო თემა: „ახალგაზრდული პროექტები რეგიონებში, რომლებიც არ ფინანსდება“. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია დააფინანსოს სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტი, მაგრამ შეგნებულად არ ითვალისწინებენ ახალგაზრდების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

ეს და არა მხოლოდ ეს თემები ახალგაზრდებისთვის აქტუალურია და ფონდი „სოხუმის“ ფეისბუქის გვერდი მათთვის ერთ-ერთი საყვარელი „ადგილია“ მოსაზრებების გამოხატვისათვის.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 31.03.2014

   

ფონდი  „სოხუმი"  საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიაში

„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ"

 

 ტრადიციულად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი „სოხუმი" ჩართულია ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

   საერთაშორისო კამპანია 22 წელს ითვლის და მისი ძირითადი ლოზუნგია „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას".

 კამპანიაში ჩართულ მსოფლიოს კეთილი ნების   ადამიანებ, მესამე წელია, აერთიანებ სლოგანი  „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე", იმის ღრმა გაცნობიერებით, რომ   მშვიდობა მსოფლიოში გადაჯაჭვულია მშვიდობასთან -  ოჯახში.

ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და  რაიონებში, სოფლებში  (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ზუგდიდი, ხურჩა, კოკი) ფონდის წევრები, მოხალისეები, პარტნიორები და ბენეფიციარები აწყობენ საინფორმაციო აქციებს, სადაც გავრცელდება საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრებ ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან. ჩატარდება მრგვალ მაგიდებ, დებატები, ფილმების ჩვენება და დისკუსიებ, სატელევიზიო და რადიოგადაცემებ, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

 მთელი კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით გავა სოციალური კლიპები, გაიკვრება ბანერები და პლაკატები.  კამპანიის სულისკვეთებას ეხმიანებიან და სხვადასხვა ფორმით ერთვებიან სოციალური ინსტიტუტები, კერძო კომპანიები, კულტურის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო   დაწესებულებები.

 

 ...ჩვენი დუმილის ფონზე, თითქმის ყოველდღე, ახალ-ახალი ოჯახური დრამის შემსწრე ვხდებით.

...ყოველი ახალი ტრაგედია გვახსენებს ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას იმ ქალების, ბავშვების, მოხუცების წინაშე, ვისაც ჰქონდა უფლება, ეცხოვრა ძალადობის გარეშე.

იმის გამო, რომ ისინი  დაუცველი აღმოჩნდნენ მოძალადის წინაშე,  ბევრ მათგანზე, სამწუხაროდ,  წარსული დროით გვიწევს საუბარი...

 

   ცნობიერების ამაღლება იმ კუთხით, რომ გაიზარდოს სახელმწიფოს და ყოველი ჩვენგანის  ძალისხმევა ძალადობისაგან დასაცავად - გვინდა ამ იდეის გარშემო კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, რამეთუ  გზა მშვიდობიან მსოფლიომდე - მშვიდობიან ოჯახებზე გადის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი

ქუთაისი, მგალობლიშვილის 6. ტ. 27-29-02

women@fundsokhumi.ge

www.fundsokhumi.ge

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 19.11.2013

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებში, სადაც განიხილებოდა  „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ორგანიზაციის პრინციპული პოზიცია, მონაწილეობა მიეღო კანონპროექტის განხილვებში, ყველაზე მეტად განპირობებული იყო იმით, რომ, პროექტის თანახმად (საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე), კანონს ემატება ნორმები, რომლითაც განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის წნააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში, რაც, შეიძლება, მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას, ადგილებზე მსხვერპლთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას და სხვა.

სხდომაზე მოგვეცა საშუალება, დაგვესაბუთებინა სხვა სახელმწიფო რგოლებთან და სოციალურ ინსტიტუტებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართვის აუცილებლობა ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთათვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენის, ძალადობის შემთხვევების მართვის საკითხში.

ფონდი „სოხუმი" სხვადასხვა დონეზე, წლებია, აყენებს საკითხს, რომ ოჯახში ძალადობის პრევენციის, განსაკუთრებით, ძალადობის მხვერპლთა დახმარების კუთხით განხორციელებულ საქმიანობებში აუცილებელია ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში ინტეგრირებული მათი დაცვისა და დახმარების ღონისძიებები, სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტების მუშაობაში ადგილობრივი ხელისუფლების მოაზრება, როგორც ერთ-ერთი მაკოორდინირებელი რგოლისა. ფონდის პრინციპული პოზიციაა, რომ ეს  იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. ყოველივე ამის უზრუნველყოფა კი შეუძლებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების გარეშე.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა  აღნიშნულ კანონპროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონის მიღება იქნება ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკური ნება, ხაზი გაუსვას სახელმწიფოს პირდაპირ  პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარების კუთხით. ფონდს დაგეგმილი აქვს, გააგრძელოს მუშაობა კანონპროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კამპანიის მიმართულებით. 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 768 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013


გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური მოდელი გენდერული

ცვლილებებისათვის რეგიონებში

 

2013 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი" ახორციელებს პროექტს გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის".

პროექტ ფინანსებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი, ხოლო მას ახორციელებს ფონდი „სოხუმი" საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან კოორდინაციით.

პროექტი მიზნად ისახავს ქალთა მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რასაც უზრუნველყოფენ დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში (ქუთაისი, სენაკი, ოზურგეთი) შექმნილი გენდერული საკონსულტაციო საბჭოები. საბჭოების შემადგენლობაში შევლენ ადგილობრივი საკრებულოს  წევრები და  სამოქალაქო აქტივისტი ქალები და მამაკაცები (დევნილი და ადგილობრივი მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციებიწარმომადგელები).

ყოველწლიურად, გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ჩატარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტების გენდერულ ანალიზ, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს გენდერული კოპონენტების გასათვალისწინებლად ადგილობრივ ბიუჯეტებში და ლობირებას გაუწევენ მათ. საბჭოები შეისწავლიან ადგილობრივ გენდერულ საჭიროებებს, რის საფუძველეც შემუშავებენ პროექტებდა წარადგენენ მათ ადგილობრივ საკრებულოებში თანადაფინანსებისათვის.

პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალთა წარმომადგენლობის და მათი როლი გაზრდის საჭიროებაზე  რეგულარული შეხვედრების, საინფორმაციო კამპანიის (ჟურნალი, ვებ-გვერდი, ფეისბუქ-გვერდები, სატელევიზიო და რადიოგადაცემები) თუ მრგვალი მაგიდების საშუალებით.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოები მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან.

მოსალოდნელი შედეგები:

·         სამ ქალაქში შექმნილმა გედერულმა საკონსულტაციო საბჭოებმა (ინსტიტუციონალური მექანიზმიმოდელი) ხელ შეუწყვეს ადგილობრივ ბიუჯეტებსა და პროგრამებში გენდერული კომპონენტების დანერგვას.

·         ინფორმირებულმა მოქალაქეებმა სამიზნე ქალაქებში მხარ დაუჭირ ქალთა წარმომადგენლობ და მათი როლი გაზრდას გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე.

·         გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელმა ადვოკატირება გაუწია ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ ცვლილებებს გენდერული თანასწორობის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონ.

 გენდერული საკონსულტაციო საბჭო - ეს არის გაერთიანებული რესურსები, ახალი ცოდნა და უნარები, თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, ურთიერთპასუხისმგებლობა გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

გენდერული საკონსულტაციო საბჭო - არის ადგილობრივი დონის ახალი ინსტიტუციონალური მექანიზმი, ახალი მოდელი ქართულ კონტექსტში.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 01.09.2013

ფონდი „სოხუმი" აქტიურად ერთვება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კამპანიაში.

ექვსივე ქალაქში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, -  ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა (ზუგდიდის რაიონი), ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: საინფორმაციო შეხვედრები ბავშვთა უფლებებზე, ბავშვთა ნახატების გამოფენა თემებზე - „სამყარო ძალადობის გარეშე". „ბედნიერი ბავშვობა", „მშვიდობა ოჯახში".

გამართულ ღონისძიებებზე გავრცელდება ინფორმაციები პირველ ივნისთან  დაკავშირებით, ასევე ცნობები იმ კონვენციებზე, რომლებიც ბავშვთა უფლებებს ემსახურება.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს 120 ბავშვი და 100-ზე მეტი მშობელი. შეუერთდით აქცია-კამპანიას: დროა, ბავშვები დავიცვათ და არა დღესასწაული აღვნიშნოთ! 

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 890 | დაამატა: admin | თარიღი: 01.06.2013




კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 2429 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.12.2012

პრეს-რელიზი
2012 წლის  25 ნოემბერი
 
ფონდი „სოხუმი" უერთდება საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას
„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ"

 ფონდი „სოხუმი" 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ტრადიციულად  ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 1991 წელს დაწყებული საერთაშორისო  კამპანიის ძირითადი ლოზუნგია - „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას".

სახლში მშვიდობა" ეხმიანება „მსოფლიოში მშვიდობას",მიტომაც აერთიანებს კეთილი ნების   ადამიანებს კამპანიის 2012 წლის  სლოგანი „სახლში მშვიდობიდან   -   მსოფლიოში მშვიდობამდე".

ფონდი „სოხუმის" ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში,  რაიონებში, სოფლებში  (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ზუგდიდი, ხურჩა, კოკი) ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები გეგმავენ საინფორმაციო აქციებს, რომლის დროსაც გავრცელდება კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნილი საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები, კალენდრები.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება შეხვედრებ ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან; ჩატარდება მრგვალ მაგიდებ, დებატები, ფილმების ჩვენება და დისკუსიებ, სატელევიზიო და რადიოგადაცემებ, ფორუმ-თეატრის წარმოდგენები, ქალთა ნამუშევრების გამოფენა; მთელი კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებით გავა სოციალური კლიპები.

კამპანიის სულისკვეთებას ეხმიანებიან და სხვადასხვა ფორმით ერთვებიან სოციალური ინსტიტუტები, კერძო კომპანიები, კულტურის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო   დაწესებულებები.

კამპანიის სახეა საფეხბურთო კლუბი  „ტორპედო ქუთაისი 

 კამპანიის საერთო თემა ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ მიმართულებით, რომ საჭიროა სისტემატიური ძალისხმევა ძალადობისაგან ქალთა დაცვისათვის, ძალადობრივი და  მილიტარისტული ცნობიერების გარდაქმნისა და მეტი პარტნიორობისათვის სამართლიანი და მშვიდობიანი  საზოგადოების  შენების პროცესში. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი

ქუთაისი, მგალობლიშვილის 6. ტ. 27-29-02

women@fundsokhumi.ge

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 19.11.2012

« 1 2 3 4 5 6 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0