|
ჩვენ, მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსი მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და განვითარება. მივმართავთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოება ვუწოდოთ.
ჩვენ გვინდა ყოველივე თქვენგანს გავუზიაროთ ჩვენი მისწრაფება: დავიბრუნოთ, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მშვიდობის ფასეულობის ფილოსოფია საფუძველს იღებს იმ მომენტებიდან, რომლებიც გვაერთიანებს. ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიულ მდებარეობას და ვრჩებით მეზობლებად. ჩვენ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს სულიერი და კულტურული კავშირები, გაგვაჩნია რელიგიური ერთობა, გვყავს ბევრი შერეული ოჯახი და მრავალრიცხოვანი დიასპორა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მოთხოვნა ეკონომიკური აუცილებლობაა.
ჩვენ გაგვაჩნია მყარი მორალური საფუძველი და მოგმართავთ მხარდაჭერისთვის: მიუხედავად პროპაგანდისა, ქართველები არ გახდნენ მტრები რუსეთისათვის, ვერც ნებისმიერი რუსის - როგორც მტრის, სტერეოტიპი ჩამოყალიბდა საქართველოში. ჩვენი საერთო წარსული უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის რუსულ-ქართული კონფლიქტის გაღვივებაში. მაგრამ ჩვენ ცოტაოდენი დრო დაგვრჩა, თუკი ახლავე არ შევუდგებით ცვლილებებს.
ამას კი უნდა მივაღწიოთ შემდეგი მიმართულებებით:
· დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა
· ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა
· კულტურული ერთობის განმტკიცება და განვითარება
ცოტაც და ჩვენ ხელიდან გავუშვებთ ისტორიულ შესაძლებლობას და გაუცხოება დაგვეუფლება.
პირველ რიგში, ჩვენ ვახდენთ აპელირებას ქალთა დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებზე - მათ არ სჭირდებათ მშვიდობის უპირატესობის მტკიცება, ჰუმანიტარული საკითხები მათი საქმიანობის არსია.
მოგიწოდებთ გამოვიყენოთ საერთაშორისო ინსტრუმენტები და მექანიზმები, რაც საიმედო ბაზას წარმოადგენს მშვიდობისმყოფელთათვის: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რომელიც ქალებს აქტიურ და ეფექტურ მონაწილეებად მიიჩნევს სამშვიდობო პროცესში. ამ დღეებში აღინიშნება მისი 10 წლის იუბილე, ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც მისი აქტუალიზების კარგი მიზეზი. საჭიროა დოკუმენტის შემოქმედებითად და საფუძვლიანად გამოყენება, რათა მივაღწიოთ სასურველ ცვლილებებს - მოვითხოვოთ ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში, შევცვალოთ მისი ფორმატი და მონაწილეთა სტატუსი - ვეძებოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა ორივე მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის დამყარებით დაინტერესებულმა ადამიანებმა.
ჩვენ აპელირებას ვახდენთ მედიაზე, როგორც ინსტიტუტზე, რომლის მუშაობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებში. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებენ მედიას კონფლიქტის ესკალაციისათვის. ხშირად ეს ინსტრუმენტი უკეთურთა ხელშია. ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია მის მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო მოწყობის რეალობის მიმართ, თუმცა ჩვენ მივმართავთ მედიას, როგორც იმ ადამიანთა ერთობას, რომელთაც თავად შეუძლიათ სამუშაო ადგილის, სტილის და მისაღები თუ მიუღებელი დიაპაზონის არჩევა. გვჯერა, რომ ამ ეტაპზეც კი შეგვიძლია ბევრი რამ ავიცილოთ თავიდან, თუკი გამოვიყენებთ გამძლეობასა და თავდაჭერილობას, თავს შევიკავებთ ნაჩქარევი და სენსაციური გადაწყვეტილებისაგან, არ ავყვებით პროვოკაციას, ვიხელმძღვანელებთ ზოგადადამიანური ღირებულებებით და ფოკუსს გავაკეთებთ არა იმაზე, რაც გვაშორიშორებს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებ |
|
16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ფონდი "სოხუმი”, ტრადიციულად, ერთვება ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
მიმდინარე წელს აღინიშნება კამპანიის 20 წლისთავი.
წლევანდელი კამპანია აქციის ორგანიზატორებმა დაუკავშირეს მილიტარიზმსა და ქალთა მიმართ ძალადობას შორის კავშირს. ჩვენც ვემხრობით მოსაზრებას, რომ მილიტარისტული ცნობიერება არის სამყაროს აღქმის განსხვავებული გზა.
მილიტარიზმის მხარდაჭერა ნიშნავს პრობლემის ძალადობრივი გზით გადაწყვეტის უპირატესობის აღიარებას და გააჩნია განუზომელი მოქმედება ქალზე. მას შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური უსაფრთხოება!
ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს კეთილი ნების ყველა ადამიანს კამპანიის სლოგანი
"ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!”
ფონდის წევრები, მოხალისეები, პარტნიორები და ბენეფიციარები მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კამპანიის მიმდინარეობის დროს გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოებასთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიოგადაცემებს, ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს; გაავრცელებენ კამპანიისთვის საგანგებოდ დაბეჭდილ პოსტერს, კალენდარს, ბუკლეტს.
ჩვენ ვთვლით,
რომ ძალადობა ბოროტებაა, თქვენ შეგიძლიათ, გახდეთ კამპანიის მონაწილე!
|
პროექტის პრეზენტაცია
2010 წ. ოქტომბრიდან (2011 წ. ოქტომბრამდე) ფონდი "სოხუმი" მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე "იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით". პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია – იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით.
მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ საზოგადოებაში დევნილთა ინტეგრაციის ხარისხი არასაკმარისია და ისინი ჯერ კიდევ გარკვეულ იზოლაციაში არიან. თუმცა ის მუშაობა, რომელიც მათი განსახლების კუთხით ხორციელდება, აჩვენებს, რომ ინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო იკრებს ძალას. ამ პროცესში კი ქალები მეტ აქტიურობას ავლენენ, მონაწილეობენ სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური საკითხის განხილვაში. ამავე დროს ისინი, პრაქტიკულად, ვერ ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე, რადგანაც თითქმის არ არიან წარმოდგენილნი ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში და, ამდენად, მოკლებულნი არიან საშუალებას, აქტიურად იმოქმედონ საზოგადოებრივ პროცესებზე.
პროექტის ფარგლებში ჩვენ გვსურს, ვასწავლოთ ქალებს, გამოავლინონ და გამოიყენონ საკუთარი აქტივობა, მოახდინონ გავლენა გენდერული კომპონენტების დანერგვაზე ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პოლიტიკაში. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მივცეთ საშუალება ყველაზე აქტიურ ლიდერ ქალბატონებს, დაეუფლონ იმ პროგრამების მონიტორინგის ჩატარებას, რომლებიც უკვე მუშაობს ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები:
1. ჩატარდება 3 ტრენინგი ლიდერ ქალებთან აქტივიზმის, ეფექტური კომუნიკაციის და ლიდერობის თემაზე იმერეთის რეგიონის 3 ქალაქში, სადაც დევნილთა მეტი ნაწილია განთავსებული (ქუთაისი – 12191, წყალტუბო – 6281, ხონი – 2500 დევნილი). ტრენინგის შემდეგ მოხდება იმ მონაწილეთა შერჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენინგების II ციკლს და შეიძენენ უნარ-ჩვევებს მონიტორინგისა და შედეგების ადვოკატირების კუთხით შემდგომი მუშაობისათვის.
2. ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (იგპ) ქალებისათვის მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასაუფლებლად – ჩატარდება1 ტრენინგი მონიტორინგსა და ადვოკატირებაში. ტრენინგის თემატიკაში შეტანილი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკის, მონიტორინგის განხორციელებისა და ადვოკატირების საკითხები.
3. სამოქალაქო საზოგადოებისა და საკრებულოს წარმომადგენელი ქალების შეხვედრა. იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) სულ ჩატარდება 12 შეხვედრა.
4. მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს შემუშავება და გამოშვება – მომზადდება და გამოიცემა მეთოდური სახელმძღვანელო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი სფეროების მონიტორინგისათვის.
5. გაცვლითი შეხვედრები აზერბაიჯანსა და სომხეთში. თემა –კონფლიქტები, დემოკრატიის განვითარება, ქალთა სიმცირე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამოცდილების გაზიარება წარმატებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით, ახალი მიდგომებისა და საერთო სტრატეგიის შემუშავება.
6. მონიტორინგის ჩატარება და შედეგების მიხედვით ანგარიშის მომზადება – მონიტორინგის თემა: რამდენადაა გათვალისწინებული გენდერული მიდგომები ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად სფეროებში. მომზადდება ანალიზი საკრებულოს სოციალურ, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა პროგრამებში გენდერული კომპონენტების კუთხით.
7. მრგვალი მაგიდების ჩატარება – საზოგადოებრიობის ფართო წრეების, მასმედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვით იმერეთის რეგიონის ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი) ჩატარდება 3 მრგვალი მაგიდა, სადაც წარმოდგენილი იქნება ანგარიშები მონიტორინგის შედეგების შესახებ.
8. საინფორმაციო შეხვედრები იგპ ადგილობრივ თემებთან მონიტორინგის შედეგების გაცნობის მიზნით 3 ქალაქში (5 შეხვედრა ყოველ ქალაქში). ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების გაზრდას იგპ-თა პრობლემების მიმართ, მათ გააქტიურებას და ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.
ვიმედოვნებთ, რომ საგანმანათლებლო ტრენინგების და მონიტორინგის მეთოდური სახელმძღვანელოს გაცნობის შემდეგ იგპ ქალები მიიღებენ გარკვეულ უნარ-ჩვევებს, გააძლიერებენ თავიანთ პოზიციას და დაჩქარდება მათი ინტეგრაცია ადგილობრივ საზოგადოებაში.
მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია განიხილება იგპ თემში და სახელისუფლებო სტრუქტურებში. ეს მუშაობა შესაძლებლობას მოგვცემს, დავაახლოვოთ იგპ ქალები ადგილობრივ საზოგადოებასთან, მივაპყროთ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება გენდერულ ასპექტებსა და ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას. ეს კი ერთ-ერთი გზაა ქვეყნის შიგნით გადადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და გენდერული სამოქალაქო საზოგადოების შენებისათვის ჩვენს ქვეყანაში.
|
|
pres-relizi
oqtomberi, 2010 weli
kulturul-humanitaruli
fondi „soxumi"
2010 wlis 1 oqtombridan 2011 wlis 30 seqtembramde
kulturul-humanitaruli fondi „soxumi" demokratiis erovnuli fondis (NED, vaSingtoni) xelSewyobiT axorcielebs proeqts „qalTa aqtivobis gazrda, sazogadoebis da politikuri
partiebis motivacia qarTul
politikaSi genderuli Tanasworobis misaRwevad".
proeqtis geografia moicavs dasavleT saqarTvelos oTx
regions (imereTi, samegrelo, aWara, guria).
proeqtis mizania:
saqarTveloSi Catarebulma
araerTma kvlevam aCvena, rom politikur partiebSi qalebis datvirTva, ZiriTadad, modis socialur sferoze, saqvelmoqmedo saqmianobaze, sazogadoebasTan urTierTobasa da amomrCevelTan uSualo kontaqtis damyarebaze. amasTanave, msoflio gamocdileba cxadyofs, rom im qveynebSi, sadac ufro meti qalia maRal Tanamdebobaze, miT ukeTaa mogvarebuli socialuri problemebi, aris myari da
stabiluri mSvidoba.
saqarTveloSi dRes Seqmnili situacia gviCvenebs, rom rac SeiZleba meti qalia saWiro mSvidobisa da usafrTxoebis dacvis, demokratiuli principebis damkvidrebis
saqmeSi. aqedan gamomdinare,
mniSvnelovnad migvaCnia am kuTxiT muSaobis kidev ufro gaaqtiureba, raTa
momavali saparlamento arCevnebisTvis politikur partiebs SevTavazoT kidev ufro
meti konkurentunariani, profesionali da saTanadod momzadebuli qali
kandidati.
axal proeqtSi
kvlavac grZeldeba amomrCevel qalTa ligis mxardaWera dasavleT saqarTvelos
qalaqebSi - quTaisi, wyaltubo, xoni, xobi, zugdidi, foTi, ozurgeTi da baTumi.
klubebis wevrebis maqsimaluri CarTulobiT SemuSavdeba winadadebebi socialur sferoSi qalTa dacvis kuTxiT, romlebic
Semdgomi advokatirebis kuTxiT waredgineba yvela politikur partias, visTanac araerTi welia, mWidrod vTanamSromlobT.
SemdgomSi maTive saSualebiT igegmeba am sakiTxebis lobireba qveynis
sakanonmdeblo xelisuflebaSi.
sainformacio-saganmanaTleblo
saqmianobis axali etapi moicavs satelevizio da
radiogadacemebs, sainformacio Jurnalis gamoSvebas, vorkSopebis
Catarebas, sadac qalebi Seiswavlian debatebis warmarTvis da
advokatirebis teqnikas, strategiebis SemuSavebas da aimaRleben liderul
unar-Cvevebs, gaxdebian sazogadoebisTvis ufro metad cnobadebi.
proeqtis
farglebSi dagegmili yvela RonisZieba mimarTuli iqneba qalTa SesaZleblobebis
gasaumjobeseblad politikur procesebSi maTi srulfasovani CarTvis mizniT.
migvaCnia,
rom proeqtis ganxorcieleba xels Seuwyobs qalTa politikuri SesaZleblobebis
gazrdas da momavali saparlamento arCevnebisTvis genderuli suraTis Secvlas, rac,
Tavis mxriv moqalaqeebis mdgomareobis gaumjobesebis, qveyanaSi mSvidobis,
stabilurobisa da demokratiuli principebis damkvidrebis garantiaa.
|
|
|
იმერეთის რეგიონის საკრებულოების დეპუტატი ქალებისა და ფონდი "სოხუმის”
აქტივისტების გაფართოებული შეხვედრა
3 სექტემბერს, სასტუმრო "იმპერიალის” საკონფერენციო დარბაზში (ქუთაისი, მჭედლიძის №28), ფონდი "სოხუმი” დემოკრატიის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით მართავს შეხვედრას, რომელზეც იმერეთის რეგიონის საკრებულოს წევრი ქალები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი ფონდი "სოხუმის” მიერ გამოცემული წიგნების პრეზენტაციას მიეძღვნება.
|
|
|
რეიგან-ფასელის დემოკრატიის სასტიპენდიანტო პროგრამა არის საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, რომელიც პრაქტიკოსებს, მეცნიერებს და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან სთავაზობს საშუალებას გაატარონ ხუთი თვე დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდში (NED), ვაშინგტონში, რათა ჩაატარონ კონკრეტული ქვეყანისა ან რეგიონის დემოკრატიის დამოუკიდებელი კვლევა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი რუსულ და ინგლისურ ენებზე |
|
პრეს-რელიზი
ქუთაისი, 2010 წ 25 მაისი
ადგილობრივი ხელისუფლება -
თანაბარი მონაწილეობით!
2010 წლის 27 მაისს, 11-დან 12-საათამდე, საქართველოს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ახალციხე, ადიგენი, გორი, მცხეთა, დუშეთი, გურჯაანი, თბილისი) საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელი აწყობს ქალთა ერთობლივ მდუმარე აქციებს..
აქციას სოლიდარობას უცხადებენ და სხვადასხვა ღონისძიებებით უერთდებიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი, ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი, ქალები დემოკრატიისათვის, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში ქალთა რიცხვი 6%-ა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში - 11%.
საქართველო 120-ე ადგილზეა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მდგომარეობით.
გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა - კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ - თუმცა მის ეფექტურობას მხოლოდ რიგითი ამომრჩევლის კეთილი ნება განაპირობებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბედი უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში 30 მაისის არჩევნებით გადაწყდება. ამომრჩეველზეა დამოკიდებული, მიეცემათ თუ არა ღირსეულ ქალ კანდიდატებს საშუალება, თავიანთი ნიჭი, შესაძლებლობა თანამოქალაქეთა სასიკეთოდ გამოიყენონ.
კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად, მთელი საქართველოს მასშტაბით, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმის" ინიციატივით, საქართველოს ქალთა ორგანიზაციების ქსელის მიერ გამართული სოლიდარობის აქცია შეახსენებს ამომრჩეველს, რომ
თანასწორობა ქვეყნის სიძლიერეა!
| |