კვირა, 24.11.2024, 01:21
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მიმართვები და ღია წერილები

პრეს-რელიზი

ქუთაისი,  2010   მაისი  

 

კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი”

 

            

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში

 

 

2010 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე  ფონდი "სოხუმი” საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსებთან” პარტნიორობით და მათივე მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ხონი, წყალტუბო, ქუთაისი - ახორციელებს პროექტს "იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში”.

 

პროექტის ბენეფიციარები: რეგიონში მცხოვრები იძულებით გადააადგილებული ქალები.

 

პროექტი შედგება ორი ეტაპისაგან:

I ეტაპი: დევნილ ქალთა ინფორმირებულობისა და აქტიურობის გაზრდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ.  (2010 წლის მაისი).

II ეტაპი:  დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგი. (ივნისი - დეკემბერი).

 

პროექტის I ეტაპი მიზნად ისახავს წინა არჩევნების პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით (სადაც დევნილი ქალები პასიურობას იჩენდნენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით) იგპ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდას საარჩევნო კანონმდებლობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის როლთან და დანიშნულებასთან, შესაძლებლობებთან დაკავშირებით.  

 

პროექტის ფარგლებში  იმერეთის  ქალაქებში (ქუთაისი, ხონი, წყალტუბო) იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები (სულ 18 შეხვედრა), რომლის შედეგად 360 ქალი მიიღებს ცოდნას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გაიზრდება მათი ინფორმირებულობა საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ, გაიზრდება მათი საარჩევნო აქტივობა.

 

პროექტის II ეტაპზე იგეგმება დევნილთა განსახლების პროგრამის შესრულების მონიტორინგი სარემონტო სამუშაოების ხარისხის, ფართების განაწილებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვის, გენდერული პრინციპის გათვალისწინების კუთხით.

 

მონიტორინგი განხორციელდება ქუთაისში განთავსებულ 14 ცენტრში: ყოფილი სააფთიაქო სამმართველო; სამხედრო ლიცეუმი, სამხედრო კომისარიატი; ბაგა-ბაღი (ზაქარიაძის №21); ბაგა-ბაღი (ნიკეას №19); ბეტონის ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციული შენობა; საფინანსო კოლეჯი; სამთო კოლეჯი;  აეროპორტის ადმინისტრაციული კორპუსი; სათაფლია; ფიზიკა-მათემატიკური ლიცეუმი; ტუბ-დისპანსერის ბაგა-ბაღი; კოპიტნარის სამხედრო დასახლება.

 

დევნილთა განსახლების საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციის ანალიზი და არსებული წინადადებები წარედგინება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1123 | დაამატა: admin | თარიღი: 05.05.2010

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურ, მშვენიერ ქალბატონებს, ცისო ჩხეიძესა და ინგა მებონიას!

 

ფონდისოხუმის" კოლექტივი უერთდება თქვენს სიხარულს და მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ წარმატებას: აჭარაში წლის საუკეთესო რადიოპროდიუსერისა და რადიოჟურნალისტის ნომინაციის მოპოვებას.

თქვენი აქტიურობა, ლიდერული უნარ-ჩვევები, ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭი ყოველთვის იძლეოდა იმის საბაბს, რომ ეს თვისებები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.

ჩათვალეთ, რომ მუდამ თქვენს გვერდითა ვარ, თქვენი წარმატების გულშემატკივარნი. დაე, ეს ჯილდო გახდეს სასტარტო საფეხური თქვენს კარიერაში და სხვა უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.
პროფესიონალიზმი, ქალური ალღო, პიროვნული ხიბლი და სხვა ბევრი თვისებები, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ბუნებამ, სხვა მიმართულებითაც გაგეშალოთ და თქვენი სიტყვა გეთქვათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში.

ფონდისოხუმი" კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ფეხბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს ახალი 2010 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისათვის!

 

პატივისცემითა და დიდი სიყვარულით

ფონდისოხუმის" თანამშრომლები

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1511 | დაამატა: admin | თარიღი: 19.01.2010

« 1 2 3 4 5 6
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0