გრძელდება ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი
ტრენინგები. 25-26 თებერვალს წყალტუბოში გამართულ ორდღიან ტრენინგს 15 გოგონა
დაესწრო.
ქალთა ლიდერობის თემამ მონაწილეებში განსაკურებული
ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც
განაპირობებს ლიდერ ქალთა დეფიციტს საზოგადოებაში.
არანაკლებ საინტერესო იყო ინფორმაციები კონფლიქტზე,
მის მიმდინარეობაზე, სხვადასხვა ფორმებზე. ფორუმ-თეატრის ელემენტების გამოყენებით მონაწილეებმა
წარმოადგინეს სცენა, სადაც გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია კონფლიქტის
მართვისას ეფექტური კომუნიკაციის გამოყენება.
ტრენინგის
შეფასებისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომთბილი უშუალო გარემო შეიქმნა. მოეხსნათ
ყოველგვარი კომპლექსები და საშუალება
ჰქონდათ, საკუთარი აზრი თემასთან დაკავშირებით თამამად გამოეთქვათ.