ქუთაისში, ფონდ „სოხუმში" ლიდერ გოგონათა სკოლისთვის შესარჩევი ტრენინგი დაიწყო.მონაწილეობდა 15 გოგონა 16-დან 27 წლამდე. ორდღიანი ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ქალთა ლიდერობა; კონფლიქტის არსი, ტიპები, კლასიფიკაცია; კომუნიკაცია; კონფლიქტის მართვა; თეორიულ მასალას თან ახლდა პრაქტიკული სავარჯიშოები.
მონაწილეთა შეფასებით ტრენინგზე კარგი სამუშაო ატმოსფერო შეიქმნა, ყველას ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის, დისკუსიაში აქტიურად ჩართვის საშუალება.
დასასრულს მონაწილეებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ოთხი დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე - „მინდა გავხდე ლიდერი, იმიტომ რომ..."
მომდევნო შესარჩევი ტრენინგი გეგმის მიხედვით წყალტუბოში გაიმართება.
პროექტიხორციელდებაშვედეთისქალთაორგანიზაცია „ქალებიქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.