კვირა, 05.05.2024, 03:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ივნისში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში დევნილებთან შეხვედრებისას ფონდი „სოხუმის“  იურისტის თემა იყო: მემკვიდრეობა და ანდერძი.

ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია მოქალაქე ე.შ.-ს, რომელიც  არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შვილისა და რძლის მხრიდან. მათ სურთ მემკვიდრეობა მიისაკუთრონ და ამისთვის ყველანაირ ხერხს მიმართავენ. ამიტომ დადგა ისეთი პერიოდი, როდესაც ყველამ უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებები და მოვაწესრიგოთ საბუთები, რათა არ აღმოვჩნდეთ ისეთი ფაქტის წინაშე, როგორშიც ეს ქალბატონი. საკუთარი უფლებების ცოდნით ადამიანი უფრო დაცულია პრობლემებისგან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 654 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

ხშირად შეხვედრებსა და კონსულტაციებზე ქალებისთვის რთულია ემოციებისა და გრძნობების განსაზღვრა. ამიტომ გადაწყვიტა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა  ამის შესახებ საუბარი.       

სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჯგუფურ საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო 29 ქალი 19-დან 58 წლამდე.

საუბრის თემა: რა ვიცით ჩვენი გრძნობებისა და ემოციების შესახებ.

ბევრი ისაუბრეს. საინტერესოდ. ემოციურად.

მოკლედ რომ ითქვას:  

ემოციები - გრძნობების სწრაფი, ხანმოკლე ელემენტებია, გრძნობები კი მყარია, მეტი ხანგრძლივობის. ემოციები ზედაპირზეა, გრძნობები კი - სიღრმეში.

  • შეძენილ ემოციებს გრძნობებს ვეძახით.
  • გრძნობები უბრალო ემოციებისგან იქმნება.
  • ემოციების ახსნა შეგვიძლია, გრძნობების გამოხატვა კი ძნელია სიტყვებით.
  • ემოციები ხანმოკლეა, გრძნობები დიდხანს გრძელდება.
  • გრძნობები ემოციების მეშვეობით გვლინდება.
  • გრძნობებს ვაცნობიერებთ, ემოციებს კი ხშირად ვერა.
  • გრძნობები სიტუაციის მიხედვით არ იცვლება, ემოციები კი ყოველთვის სიტუაციაზეა დამოკიდებული.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 680 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

10, 12, 17 ივნისს ფოთის, ხონისა და წყალტუბოს  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომელსაც ესწრებოდა 27 ქალბატონი და გოგონა.

თემა - თაობათშორისი კონფლიქტები და ძალადობა ბავშვებზე - აქტუალური აღმოჩნდა კონსულტაციაზე დამსწრეთათვის, რადგან უმეტესი მათგანი  მშობელი იყო. კონკრეტული მაგალითების განხილვის შედეგად საუბარი წარიმართა თაობათაშორისი კონფლიქტების, შვილთა და მშობელთა გასხვავებული შეხედულებების, ქცევის ნორმების, კულტურისა და სტერეოტიპების შესახებ. გარდა ამისა, განხილულ იქნა ცალკეული შემთხვევები ბავშვებზე ძალადობის შესახებ. მშობლებმა მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები, რა სახის ალტერნატიული საშუალებები არსებობს ბავშვთა აღზრდის მეთოდიკაში.

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 19.06.2014

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ იურისტის კონსულტაცია.

- დევნილ ქალბატონებს მივაწოდე ინფორმაცია  კანონზე დევნილთა შესახებ, განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებების, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ, - აღნიშნავს იურისტი ია კვარაცხელია. - მათ მიიღეს პასუხები კითხვებზე: რა ფორმით და ვის უნდა მიმართონ იმისათვის რომ მათ მიიღონ საცხოვრებელი ფართი;  არის თუ არა  აუცილებელი აპლიკაციების შევსება; რის მიხედვით ხდება ქულების მინიჭება და ა. შ. განვიხილეთ კოლექტიური ცენტრის  პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 755 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2014

ხშირად ხდება, რომ ის, რაც დედამთილში არ მოგწონთ, არ მოგწონთ არც მეუღლის თვისებებში. მაგრამ, ქმრისგან განსხვავებით, დედამთილის მიმართ უფრო ადვილად შეიძლება  პრეტენზიების გამოთქმა.

შეისწავლეთ დედამთილი, ის ხომ მნიშვნელოვანი ადამიანია თქვენი ოჯახისთვის.

 

ინსტრუქცია თქვენთვის:

1. ეცადეთ, გაიგოთ მისი გრძნობები.

2. გამოხატეთ თქვენი სიმპათია მის მიმართ.

3.  ყური უგდეთ მის აზრს.

4.  იყავით თავაზიანები.

5. იყავით მადლიერები დედამთილის მიმართ.

6.  ჰკითხეთ რჩევა მანამ, სანამ თვითონ დაგიწყებთ დარიგებას.

7.  გამოიჩინეთ ინიციატივა.

8.  არასოდეს  შეეჯიბროთ დედამთილს.

 

ეს იყო ერთ-ერთი თემა ფსიქოლოგის შეხვედრაზე ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ქალებმა განიხილეს ეს პრობლემა და მიიღეს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

წყალტუბოს (2 მაისს), ფოთის (22 მაისს) და ხონის (27 მაისს) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები აქტუალურ საკითხებზე, ძირითადად - არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეული კომუნიკაციის სირთულებზე. შეხვედრებს ესწრებოდა 45 ბენეფიციარი. 

პრობლემის, ფაქტების, კონკრეტული სიტუაციების განხილვისა და ანალიზის შემდეგ, ქალბატონებმა ფსიქოლოგის მხრიდან მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორი ფორმით არის შესაძლებელი მუშაობა საკუთარ თავთან ამ კომპლექსის დასაძლევად და იმ უხერხულობის მოსახსნელად, რაც მათ ხელს უშლით თავისუფალ კომუნიკაციაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 722 | დაამატა: admin | თარიღი: 27.05.2014

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია. შეხვედრის ზოგიერთ მონაწილეს ჯანმრთელობის ცენტრ „ჰერაში“  ჰქონდა ჩატარებული გამოკვლევები და დამატებით გინეკოლოგის კონსულტაციას საჭიროებდა, რაც მიიღო კიდეც.

საუბარი სხვა თემებსაც შეეხო - გოგონებისა თუ ასაკოვანი ქალბატონების პრობლემები, სხვადასხვა სახის ვირუსი...

აქტუალური იყო რჩევები კალციუმის შესახებ. ექიმმა შეკრებილებს განუმარტა, რომ 40 წლის შემდეგ აუცილებელია მისი მიღება, რადგან ორგანიზმი ვერ ღებულობს კალციუმის საჭირო რაოდენობას.

შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები:

- აუცილებელ შეკითხვებზე მივიღე პასუხი.

- ამდენი კითხვა ერთად არასდროს დამისვამს ექიმისთვის შეზღუდული დროის გამო.

- ნამდვილად სასარგებლო იყო. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 782 | დაამატა: admin | თარიღი: 06.05.2014

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0