კვირა, 24.11.2024, 14:42
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

შეხვედრის ადგილი - სასტუმრო „მთის ბროლის“ კოლექტიური ცენტრი

შეხვედრის თემა - ოჯახში ძალადობა

გარდა აღნიშნული თემისა, ფონდი „სოხუმის“ იურისტთან შეხვედრისას მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე - განსახლება, უმუშევრობა, სოციალური პრობლემები.

გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები  ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით (ქონების შეძენა, რეგისტრაცია, გაფორმება).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 682 | დაამატა: admin | თარიღი: 01.05.2014

კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე 10 ქალბატონი შეიკრიბა. ისინი დააინტერესა საუბრის თემამ „ამინდი ოჯახში“.

თუ მამაკაცების სამი მთავარი ამოცანაა - სახლის აშენება, ხის დარგვა და ვაჟიშვილის გაზრდა, ქალის ნაზ მხრებზე მეტი ტვირთია - ოჯახში კომფორტის შექმნა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახის აურა ქალის ხასიათივითაა. არის 5 რამ, რაც აწონასწორებს მას და ინარჩუნებს საოჯახო კლიმატს: შეკავშირება, ემოციური კმაყოფილების გრძნობა, ნდობა, პირადი სივრცე და ქალური საწყისი.

თქვენ როგორი ურთიერთობების დანახვა გსურთ?

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 01.05.2014

2, 3 და 11 აპრილს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგ თათა კალანდაძის კონსულტაცია.

39 ქალბატონთან გამართული შეხვედრები ითვალისწინებდა ფსიქოლოგიურ ტესტირებას - რამდენად კარგად იცნობენ დედები საკუთარ შვილებს.

ტესტირების მიზანია მშობლებისა და შვილების ურთიერთობების სწორი ფორმირება და კონსტრუქცია, პრობლემურ ურთიერთობათა ანალიზი და კორექცია.

თემა და ტესტირებაც ქალებისათვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. 39 ქალბატონიდან 23 არის მშობელი და მათ შორის 35-40% ნაკლებად იცნობს საკუთარ შვილს, არ იცის, რა უნდა მას, რას განიცდის, რით არის დაინტერესებული, რა პრობლემები აქვს პირად თუ მიკროსოციუმში, არ იცის, რა ანიჭებს სიამოვნებას, ან რა არის შვილისათვის მიუღებელი.

ტესტირების ჩატარებისა და შედეგების ანალიზის შემდეგ წარიმართა მსჯელობა რეალურ პრობლემაზე, ქალბატონებმა მიიღეს  რჩევები შვილებთან მეტად დაახლოებისათვის.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 696 | დაამატა: admin | თარიღი: 12.04.2014

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა შეხვედრა იურისტთან, რომელსაც ესწრებოდა 10 ქალბატონი.

შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე (ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრის წესი, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება, საბანკო ურთიერთობები, არასრულწლოვანისთვის საქართველოს პასპორტის მიღება).

კონსულტაცია შეხვედრის მონაწილეებს გაუადვილებს პრობლემების მოგვარებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 698 | დაამატა: admin | თარიღი: 08.04.2014

მარტში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან, ორიც ინდივიდუალური (პრობლემა - როგორ დავიცვათ თავი მოძალადისგან). შეხვედრებს ესწრებოდა 75 ქალი 19-დან 58 წლამდე.

სამი  ჯგუფური შეხვედრა  და კონსულტაციები გაიმართა სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, სადაც მონაწილეობა მიიღო 28-60 წლის ასაკის 34 ქალმა.

საუბრის თემა - ვინ ქმნის ამინდს ოჯახში - მამაკაცი თუ ქალი? როგორ იქმნება კერა?

პასუხი ყველამ იცის - სწორედ ქალი ქმნის განწყობას, რომელთანაც მამაკაცი სიამოვნებით მუშაობს ოჯახის საკეთილდღეოდ. მაგრამ ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც ვამბობთ.

ქალები მამაკაცებზე ემოციურები არიან, ეს თავისებურება გასათვალისწინებელია...

პარტნიორის მოსმენისა და გაგონების ნიჭი, ნიჭი თანაუგრძნო და დაუთმო და უბრალოდ გიყვარდეს - ეს არის ბედნიერების საწინდარი.

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე თბილ ამინდს უსურვებს თქვენს სახლს.

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 31.03.2014

მარტის მეორე ნახევარში ჩატარდა 4 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში (მონაწილეობდა 21-დან 58 წლამდე ასაკის 43 ქალი).

შეხვედრის თემა იყო - ურთიერთობები ოჯახში.

სვეტა, 38 წლის: - ოჯახში ნდობის მაღალი ხარისხი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ.

მარინა, 37 წლის: - დღეს ყველა ადამიანი თავისთვისაა, „თავის ტალღას“ იჭერს. თუ კარგი „პატრონი“ არ არის, ანარქია იქმნება. ბოლოსდაბოლოს ოჯახი არსებობას შეწყვეტს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 814 | დაამატა: admin | თარიღი: 25.03.2014

11, 13 და 21 მარტს წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია.

შეხვედრების მონაწილე 36 ქალბატონმა იმუშავა ტესტებზე თვითშეფასების ხარისხის გამოსავლენად, რაც მიესადაგებოდა თემებს: „დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი, როგორც კონფლიქტების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი“ და „დაბალი თვითშეფასება და ეჭვიანობის სინდრომი - ოჯახური კონფლიქტების ჭრილში“.

თემა და ტესტირებაც ქალებისთვის საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა. ბევრმა გააანალიზა საკუთარი ტესტის არასახარბიელო შედეგები და ასევე ის რისკ ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გამოწვეულ იქნას ქალთა დაბალი თვითშეფასების შედეგად. გაჩნდა უამრავი კითხვა. ქალებმა მიიღეს რჩევები ფსიქოლოგის მხრიდა. ამ რჩევების გამოყენების შემდეგ ბევრი მათგანი აიცილებს თავიდან მოსალოდნელ კონფლიქტებსა თუ პრობლემებს პირად და ოჯახურ ურთიერთობებში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 21.03.2014

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0