კვირა, 24.11.2024, 00:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » იურისტის შეხვედრები
19:03
იურისტის შეხვედრები
ფონდი „სოხუმის" მიერ სექტემბრის თვეში მოეწყო ექვსი შეხვედრა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ხურჩას, ფოთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა დევნილი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
 იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, დამსწრეთა ძირითადი ინტერესი გამოიწვია მემკვიდრეობის მიღების, სამკვიდროს მიღების, ვადის აღდგენის, ანდერძის შედგენის, ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის, განქორწინების, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის, პირისათვის მეურვეობის დაწესების, ოჯახური ძალადობის, პენსიისა და ხელფასის ერთად მიღების, პენსიის დანიშვნის, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საქმიანობის, პასპორტის გაცემის, დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისა და დაბადების მოწმობის გაცემის საკითხებმა.
 შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ - სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 25
სტუმარი: 25
მომხმარებელი: 0