მთავარი »
2014 » აგვისტო » 25 » დებატები ხონის ახალგაზრდულ ცენტრში
13:29 დებატები ხონის ახალგაზრდულ ცენტრში |
|
- თუკი გვინდა ცივილიზაცია და წინსვლა, მაშინ რატომ მიდიან აქედან ახალგაზრდები საზღვარგარეთ განათლების მისაღებად? ან თუნდაც სამუშაოდ... აუცილებელია ჩვენივე ქვეყანა პასუხობდეს იმ სტანდარტებს, რასაც თანამედროვე ცხოვრება ითხოვს.
- არ არის საჭირო ყველაფრისგან ტრაგედიის შექმნა. რადგან ადამიანებს აქვთ არჩევანის უფლება, ყველას შეუძლია გაარჩიოს კარგი ცუდისგან და თავად გადაწყვიტოს, რა უნდა.
25 აგვისტოს ხონის ახალგაზრდები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა აქტუალურ მოვლენებზე გამოეხატათ თავიანთი აზრი. რამდენად მოქმედებს ევროპიზაცია ჩვენს ტრადიციებზე? ამ შეკითხვის პასუხად, ხონელი ახალგაზრდები თვლიან, რომ ყველაფერი ახალი და საინტერესო წაადგება ჩვენს თაობას, თუმცა სიახლეებს ფრთხილად უნდა შევხვდეთ.
ახალგაზრდული ქსელის დებატ-კლუბი განაგრძობს აქტუალურ თემებზე მსჯელობას და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 711 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |