კვირა, 24.11.2024, 01:20
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 27 » დებატ-კლუბები მშვიდობის თემას განიხილავენ
22:55
დებატ-კლუბები მშვიდობის თემას განიხილავენ

„ჩვენ ის ბავშვები ვართ, რომელთაც წლების განმავლობაში კოლექტიურ ცენტრებში უმძიმეს პირობებში გვიცხოვრია, საკუთარ თავზე გამოგვიცდია ყველა სიმწარე, რასაც კონფლიქტი იწვევს. ჩვენმა თაობამ ყველაზე მეტად იცის მშვიდობის ფასი."

„მშვიდობა ყველას ერთნაირად სჭირდება, ოჯახში, საზოგადოებაში, მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე ცოტას აკეთებენ მის დასამყარებლად. ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ მშვიდობისმყოფელები, რათა მშვიდობის შენება შევძლოთ".

ეს სიტყვები ისმოდა ქუთაისში, ხონში, სენაკში, წყალტუბოსა და ხურჩაში გამართულ ახალგაზრდულ დებატ-კლუბებში. მონაწილეებმა სადისკუსიოდ აიღეს თემა: „მშვიდობა ჩვენში, მშვიდობა - ოჯახებში, მშვიდობა - მსოფლიოში." 

ახალგაზრდების რეკომენდაციებში აღინიშნა, რომ მშვიდობა - როგორც საგანი, პირველი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ  სიმშვიდის, ჰარმონიისა და თანასწორუფლებიანობის მიღწევა ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. ისიც, რომ სამშვიდობო საქმიანობა არ უნდა გაჩერდეს  და ახალგაზრდების  ინიციატივები უფრო მეტად უნდა გამოჩნდეს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 847 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0