ამორჩეველ ქალთა კლუბზე საუბარი იყო ადვოკატირებაზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე. მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კანონს „ლობისტური საქმიანობის შესახებ". საუბარი იყო იმ საშუალებებზე, რომლითაც მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა გავლენა იქონიონ საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაცია მათ საშუალებას მისცემს იყვნენ უფრო აქტიურები.