ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ნანა თოდუა ორკვირიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. სადაც ტრენინგი გაიარა თემაზე, - ადამიანის უფლებები. შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ კლუბის წევრებმა ზუგდიდში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს: კერძო სკოლის მასწავლებლების ჯანმრეთელობას არ აზღვევს სახელმწიფო, რაც მათი აზრით, ადამიანის უფლების შელახვაა. სკოლებში, არ არსებობს სპორტული მწვანესაფარიანი მოედნები, პედაგოგებსა და მოსწავლეებ არა აქვთ შეღავათები ტრანსპორტით მგზავრობისას. არ არსებობს ყოველთვიური ფულად დახმარებები მრავალშვილიანი (სამ და მეტ შვილზე) დედებისათვის.
არსებული პრობლემების დასმას კლუბის წევრები მომდევნო შეხვედრაზე გეგმავენ -კლუბზე ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მოწვევაც იგეგმება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)