- რა ეტაპზეა სტრატეგიის მიხედვით დევნილთათვის ბინების გადაცემა-დაკანონების საკითხები, რა პრობლემები აქვთ დევნილებს წყალტუბოში,- ძირითადად ამ პრობლემების ირგვლივ გაიმართა მსჯელობა წყალტუბოში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, რომელსაც კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, აქტივისტი ქალები...
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა წყალტუბოში - ომარ ბედენაშვილმა ვრცელი ინფორმაცია გააკეთა დევნილთათვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, წყალტუბოში უკვე შენდება ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია იმ სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებიან. ამასთანავე შემოსულია 400 დევნილი ოჯახის განცხადება, რომელთაც სურვილი აქვთ ფოთში გადავიდნენ და იქ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით.
შეკრებილებმა მთავრობის წარმომადგენელთან დასვეს შეკითხვები, რომელიც ძირითადად შეეხო ფართების განაწილების, სარემონტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულების საკითხებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)