ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს რეგიონის პრობლემებზე. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუსაქმებელია მოსახლეობის დიდი ნაწილი. ჟურნალისტი ნინო ნიკოლეიშვილის თქმით, დამსაქმებლები უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ - ქალების დიდი ნაწილისაზღვარგარეთაა გახიზნული, პრობლემებია ჯანდაცვის სფეროშიც, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ქალს არა აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოვლევები. დედაქალაქისგან განსხვევებით ოზურგეთში არ არსებობს გინეკოლოგიური თუ ონკოლოგიური დაავადებების უფასო გამოკვლევების სპეციალური სამედიცინო პროგრამები.
აღინიშნა ისიც, რომ ახალგაზრდებისთვის არ არის კულტურული თავშეყრის ადგილები: ქალაქში არ არსებობს კინო-თეატრი, ლიტერატურული კაფე... ახალგაზრდების დიდი ნაწილი იძულებულია დრო ქუჩაში გაატაროს.
ამ პრობლემების მოგვარების მიზნით კლუბის წევრებმა ადვოკატირებისათვის ხუთკაციანი ჯგუფი გამოყვეს. აღნიშნული საკითხების დასმას კლუბის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)