ქუთაისში ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მასში მონაწილეობდნენ კლუბის წევრები წყალტუბოდან, ხონიდან, აფხაზეთიდან დევნილი ქალები სხვადასხვა კოლექტიური ცენტრებიდან, იურისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილებოდა დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხი.
სპეციალურად ამ შეხვედრისთვის მოწვეულმა სტუმარმა - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა მონაწილეებს ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდა რა მდგომარეობაა დევნილთათვის ბინების გადაცემა-დაკანონებასთან დაკავშირებით.
- რა ბედი ელით წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს? -როდის დაკმაყოფილდებიან კერძო სექტორში ჩასახლებული ოჯახები საცხოვრებელი ფართით? - მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს ბატონი დავით აფციაური პასუხობდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)