კვირა, 24.11.2024, 02:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში
21:05
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა ფონდი "სოხუმის” ოფისში ჩატარდა.

 „სამართლიანი არჩევნების" რეგიონალური წარმომადგენელი თეონა გოგიშვილი, რომელიც ამავე დროს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, ორთვიანი ვიზიტით კოსოვოში იმყოფებოდა გრძელვადიან დამკვირვებლად. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები, კოსოვოში მიმდინარე არჩევნებზე.

დაისვა არაერთი შეკითხვა, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კოსოვოში, როგორი სახის დარღვევები დაფიქსირდა, რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს ჩვენს ქვეყანაში.

თეონა გოგიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გენდერული პრობლემები იქაც თვალშისაცემი იყო, რადგან საარჩევნო სიებში ქალთა სიმრავლე არ შეინიშნებოდა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვლიან, რომ საზოგადოება დროულად უნდა იყოს ინფორმირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებზე.

პარალელურად, გარკვეული სამუშაოები უნდა იქნეს ჩატარებული ქალთა ელექტორატთან, ქალი კანდიდატების მხარდასაჭერად.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1331 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 29
სტუმარი: 29
მომხმარებელი: 0