ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობის საკითხი დაისვა. მონაწილეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს სხდომები ღიაა და საჯარო, საზოგადოება აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, ნაწილი კი მიიჩნევს, რომსაკრებულოს თანამშრომლებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ მოსახლეობასთან, გააცნონ სოციალური პროგრამები, დაესწრონ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრებს.
შეხვედრის მონაწილეებმა მოსახლეობის პრობლემებიც დასვეს: გამარტივდეს კანონი გაშვილებასთან დაკავშირებით! მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს დაუწესდეთ ფულადი დახმარებები! შემცირდეს გადასახადები საბავშვო ბაღებში!
ფონდი „სოხუმის" იურისტმა კლუბის წევრებს გააცნო „საქართველოს კანონი ლობირების შესახებ". ადვოკატირებისა და ლობირების თემამ მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)