პარასკევი, 26.04.2024, 03:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

 

ხმა მიეცით ქალებს“, „ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ - ამ ლოზუნგებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე გენდერული თანასწორობის ქსელმა აქცია გამართა.

მშვიდობიანი აქციის მიზანი იყო ამომრჩევლების გააქტიურება თვითმმართველობის არჩევნებში ქალი-კანდიდატების სასარგებლოდ.

აქციის მონაწილეებმა პოლიტიკაში ქალების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შემდეგ კი თბილისის საკრებულოს შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

ქალთა აქციას 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები და კანდიდატები შუერთდნენ.

აქციაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 911 | დაამატა: admin | თარიღი: 07.06.2014

1 და 2 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით  დასავლეთ საქართველოს 6 რეგიონში გაიმართა აქცია, რომელიც მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

ჩატარდა შეხვედრები სკოლებში, საბავშვო ბაღებში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

ბავშვთა უფლებებზე საუბართან ერთად იყო მხიარულება, ხალისი და ფერადი განწყობა... 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 02.06.2014

აქცია - სიყვარულის 365 დღე" ჩატარდა ფონდი სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენ - ქუთაის, წყალტუბოში, ხონ, სენაკ, ფოთ, ზუგდიდის აიონის სოფელ ხურჩასა და გალის აიოის სოფელ ნაბაკევში. მოეწყო შეხვედრები სკოლებსა და დევნილთა ჩასახლებებში - კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ძალადობა ბოროტებაა და უნდა გავერთეთ მის წინააღმდეგ! შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებს  დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და წითელი ბუშტები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 878 | დაამატა: admin | თარიღი: 15.02.2014

კამპანიის მეორე დღეს ქუთაისში მცხოვრებმა ახალგაზრდა ლიდერებმა ქალაქის ცენტრში - ყველაზე ხალხმრავალ ადგილებში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები და უამრავ ადამიანს გააცნეს კამპანიის შესახებ.

 

სენაკში გოგონებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს და გამვლელთა ყურადღება მიიქციეს იმითაც, რომ მათ 16–დღიანი კამპანიის შესახებ ესაუბრნენ და საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს.

 

სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა ქალაქის მცხოვრებლებს შესთავაზა უჩვეულო სანახაობა - ფლეშმობი. შეიკრიბა უამრავი ადამიანი, რომელთაც შეიტყვეს კამპანიის შესახებ და იმის თაობაზეც, რაოდენ მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციაში თითოეული ჩვენგანის ჩართვა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2013

პროექტის ახალგაზრდული ინიციატივები ადგილობრივ თემში" ფარგლებში მობილიზებმა და გააქტიურებულმა ახალგაზრდებმა გამოავლინეს თავიანთ თემისთვის საჭირბოროტო საკითხი და ადგილობრივ თვითმართველობაში გაუწიეს ადვოკატირება.

გამოეთ ნახახულევსა და მათხოჯი დაბინძურების პრობლემა - ახალგაზრდებმა დაწერეს წერილი ხონის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე სანაგვე ურნების დადგმის მოთხოვნით.

პარალელურად ჩაატარეს დასუფთავების აქცი ახახულევისა და მათხოჯის სკოლებს მიმდებარე ტერიტორიებზე. აქციაში აქტიურად  ჩართნენ ადგილობრივი ახალგაზრდები.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში"

(PIN) მხარდაჭერით (ჩეხეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 719 | დაამატა: admin | თარიღი: 12.11.2013

ყვავილების აქციით" შეუერთდა ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ქსელი მშვიდობის დღეებს (24-29 ოქტომბერი), რომელიც გაერომ და ეუთომ გამოაცხადეს.

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ხურჩისა და ფოთის ახალგაზრდული ცენტრების ლიდერები ქუთაისში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდზე მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს. მონაწილეებმა აქციის სიმბოლოდ ყვავილები შეარჩიეს და საზოგადოების ყურადღება ამით მიიპყრეს.

გამვლელები, სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მხარდაჭერას სხვდასხვანაირად გამოხატავდნენ: ზოგიერთები საერთო ფოტოებზე დაფიქსირდნენ, ზოგიერთებმა თავად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ზოგმა კი მხარდაჭერის ნიშნად თან წაიღყვავილები და აქციის სლოგანები - მშვიდობა, ჰარმონია, უარი ომს...

აქციის მონაწილეები მდინარე რიონის სანაპიროზე ჩავიდნენ და ყვავილებიდინარეში ჩაუშვეს.

- აქციის მიზანია, ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების ხმა შეუერთდეს მსოფლიოს მშვიდობისმოსურნეთა ხმას.  ყვავილებს - როგორც მშვიდობის სიმბოლოს, მდინარე რიონს ვატანთ, რადგან რიონი შავ ზღვას უერთდება და გვინდა აქედან მთელ მსოფლიოს მივაწვდინოთ ჩვენი სამშვიდობო სიგნალი, - ამბობენ აქციის ინიციატორები.

 პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2013


ფონდი „სოხუმი" გოგონათა დღეს ფოტოაქციით აღნიშნავს. 11 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში, ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა (აფხაზეთის საზღვრისპირა სოფელი), ახალგაზრდულ ცენტრებში  ფოტოსესია მოეწყო. ახალგაზრდებმა ფოტოსურათებით  გამოხატეს პროტესტი ყველა ფორმის ძალადობის მიმართ და  დააფიქსირეს, რომ გენდერულ დისბალანსს, დისკრიმინაციას, იძულებით ქორწინებას ეწინააღმდეგებიან და რომ ბავშვები უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში უნდა იზრდებოდნენ.

გოგონათა საერთაშორისო დღე 11 ოქტომბერს 2012  წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციით  აღინიშნება. ამ დღის მიზანია, ყურადღება მიექცეს  გენდერული დისბალანსის  პრობლემას ბიჭებსა და გოგონებს შორის, რომლის შედეგია სრულფასოვანი განათლების და  სამედიცინო მომსახურების არათანაბარი ხელმისაწვდომობა, სიღარიბ, დისკრიმინაცი და იძულებითი ქორწინება.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 894 | დაამატა: moderatori | თარიღი: 11.10.2013

« 1 2 3 4 5 6 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0