სამშაბათი, 03.12.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე ბათუმშიც აღინიშნა.

დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის გარშემო ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის 30 (სხვადასხვა პროფესიის და თაობის) წევრი შეიკრიბა.

სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა - ირმა კახიძემ, მანანა მეგრელაძე-როყვამ და კლუბის მოდერატორმა  - ნათია კიკვაძემ მოხსენებები წაიკითხეს  ქალთა მიღწევებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში.

შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა ბათუმის საკრებულოდან -  ნაზი ფუტკარაძემ და მანანა ილურიძემ პოლიტიკაში ქალის როლის ამაღლებაზე ისაუბრეს.

კლუბი სამომავლოდ ბათუმის საკრებულოსთან  ურთიერთთანამშრომლობას გაღრმავებას  გეგმავს. სისტემატურად დაესწრებიან საკრებულოს სხდომებს, მოსახლეობის პრობლემებს კვლავაც გააცნობენ ადგილობრივ სტრუქტურებს.

შეხვედრის მიმდინარეობა გადაიღეს - „აჭარის" ტელევიზიის ჟურნალისტებმა. ინფორმაცია მიეწოდათ გაზეთ აჭარა - p.s - ის ჟურნალისტებსაც.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 886 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013


სენაკში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები. დიასახლისები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სხვადასხვა ასაკის ქალები განსაკუთრებული აქტიურობით განიხილავდნენ საკითხს, როგორ უნდა შეიცვალოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო ქალთა გააქტიურებისათვის და გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

 შეკრებილებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ ქალებში ნაკლებია სოლიდარობის შეგრძნება. მათი აზრით, გენდერული თანასწორობა რომ არსებობდეს,  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და ზოგადად, ქალის მდგომარეობის გაუმჯობესება, ისევ და ისე ქალთა აქტიურობით, სოლიდარობით არის შესაძლებელი.

 

 


კატეგორია: აქციები | ნანახია: 909 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.03.2013


ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებულ აქციას ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბიც შეუერთდა. მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდნენ კლუბის წევრები,  აქტიური ლიდერი ქალები, ადგილობრივი მედიის, თვითმმართველობის წარმომადგენლები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შემდეგ საკითხზე - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მათ ქალაქში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ქალები სრულფასოვნად იყვნენ ჩართულნი. საერთო მოსაზრებით, ხაზგასმით ითქვა, რომ აუცილებელია ქალები უფრო მეტად იყვნენ აქტიურები, რათა შეცვალონ მათ ირგვლივ არსებული გარემო და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 იმავე დღეს, მრგვალი მაგიდა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც ჩატარდა. ჯგუფური მუშაობით მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ აუცილებელია საკუთარი უფლებების დასაცავად  ქალებმა მეტი აქტიურობით იმუშაონ.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 958 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.03.2013


30 ქალი ესწრებოდა ხურჩაში გამართულ აქციას, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით ჩატარდა.

მონაწილეებმა საინტერესოდ ისაუბრეს როგორ უნდა შეიცვალოს მათ ირგვლივ არსებული მიკრო-სამყარო, როგორ უნდა გააქტიურდეს ქალი გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიების საქმიანი ნაწილი საზეიმო განწყობით დამთავრდა.  ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა საგანგებოდ, რვა მარტისთვის, მომზადებული ღონისძიება წარმოადგინეს. წაიკითხეს საკუთარი ლექსები, იცეკვეს, იმღერეს. საზეიმო განწყობა კიდევ უფრო გააძლერეს საბავშვო ბაღის პატარებმა.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 909 | დაამატა: moderatori | თარიღი: 07.03.2013



ქუთაისის ცენტრალური პარკი. მზიანი შუადღე.

შეყვარებული წყვილები. გოგონებისა და ბიჭების ამაღლებული განწყობა. გაზაფხულის სურნელი, ვარდები, ყოჩივარდები, იები...

ამ იდილიაში - ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი ძალადობის ამსახველი სცენით... და ფონდის თანამშრომლები წითელი ბუშტებით...

ასეთი უჩვეულო აქციით აღნიშნა  სიყვარულის დღე ფონდმა.

წარმოდგენამ სადისკუსიოდ განაწყო პარკში შეკრებილები. მათ მოიწონეს აქციის არსი და მოწოდება: ძალადობა ბოროტებაა! სიყვარული - ძალადობის გარეშე! 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 2434 | დაამატა: moderatori | თარიღი: 14.02.2013

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში  წელს ფონდი „სოხუმის" სახეს „ტორპედო ქუთაისი" წარმოადგენს.

 

ორ დეკემბერს გამართული საფეხბურთო მატჩში ფონდი „სოხუმის" მიერ გამართული აქციით დაიწყო. ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ფეხბურთის გულშემატკივრებს საინფორმაციო  ფურცლები, ბუკლეტები, პოსტერები დაურიგეს. რეზონანსული გამოდგა იმ კალენდრების დარიგება, რომელზეც „ტორპდოს" გუნდია გამოსახული სლოგანით- ძალადობა ბოროტებაა!  

 

 იმ დღეს, სტადიონზე შეკრებილი 5000-მდე ადამიანი  გაეცნო ინფორმაციას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კაპანიაზე. ამდენივემ გაიზიარა აქციის მიზანი, -ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ძალადობის წინააღმდეგ!

 

ფეხბურთის დაწყებამდე სოციალური რადიორგოლიც გაჟღერდა, რომელიც სპეციალურად კამპანიის ფარგლებში მომზადდა ფონდი „სოხუმის" მიერ.

 

ალბათ სიმბოლურია, რომ იმ დღეს, ფეხბურთის მატჩში მწვანე საფარზე „ტორპედოს" გამარჯვებით დასრულდა...

კატეგორია: აქციები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2012

 

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტები კახიანაურის, ძელქვიანის და უქმერიონის მართვის ტერიტორიულ ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საერთაშორისო  საინფორმაციო კამპანიის და მასში ფონდი „სოხუმის" მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.

დარიგდა კამპანიის სიმბოლო - თეთრი ლენტები და საინფორმაციო მასალები: კალენდრები, პოსტერები, საინფორმაციო ბუკლეტები.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 968 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2012

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0