შაბათი, 27.04.2024, 05:19
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » აქციები

მძღოლებო, ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამი!

შეჩერდით! სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია!

მოქალაქეებო, დაიცავით საგზაო მოძრაობის წესები! - ასეთი მესიჯები ჰქონდათ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. აქცია წყალტუბოში გაიმართა, დევნილთა ახალ დასახლებაში. ორგანიზატორები იყვნენ ფონდი „სოხუმის" წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის საინიციატივო ჯგუფის წევრები.

მოსახლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფურცლები, რომელშიც საგზაო ნიშნების მნიშვნელობა და ფუნქციები იყო განმარტებული.

მონაწილეებმა ამ აქციით საზოგადოებას შეახსენეს, რომ ნასვამი მძღოლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, რაც პროტესტის საფუძველს იძლევა.

ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა. მხარდაჭერა გამოხატეს მძღოლებმაც, რომლებიც აღნიშნული გზის მონაკვეთზე მოძრაობდნენ და უნებლიედ გახდნენ აქციის მონაწილეები. პრობლემის აქტუალობა  წყალტუბოში ბოლო დროს გახშირებულმა ავტოავარიებმა განაპირობა. 

აქციას უძღოდა დებატი თემაზე „ახალგაზრდობა - სიცოცხლის დასაცავად."

დებატ-კლუბის წევრებმა განიხილეს ინტერნეტ-სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ავტოავარიების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ნასვამი მძღოლია. ახალგაზრდების აზრით, ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე ძვირფასია და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: აქციები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2013



ქალაქ ბათუმში, ბარცხანას ტერიტორიაზე ჩატარდა ტერიტორიის დასუფთავების აქცია სახელწოდებითეს ჩემი ქალაქია!”

კლუბის აქტივისტებს შემოუერთდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, სტუდენტები, მე-17 საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლეები.

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივას მხარი დაუჭირა ქალაქის მერიამ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია Techno Boom-მმა სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებს მაისურები გადასცა.

 

აქციის ორგანიზატორებმა ინფორმაცია აქციის შესახებ და ფოტოსურთები განათავსეს ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა ფეისბუქ-გვერდზე  (https://www.facebook.com/fundsokhumi batumi.batumi) და მოუწოდეს მკითხველებს:

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება... გვინდა მთელი საზოგადოება ისეთი ერთსულოვანი იყოს მშობლიური ქალაქისადმი ზრუნვაში, როგორც დღევანდელი აქციის მონაწილეები.

ჩვენი კამპანია გრძელდება!

შემოგვიერთდით!

 

აქციის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა გაზეთმა „აჭარა P.S."-მა.

http://adjaraps.com/2013/06/14/დასუფთავების-აქცია-ბარცხ/#.Ubwk9ZWshCc.facebook

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: აქციები | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 13.06.2013

ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი  აქტიურად აგრძელებს კამპანიას უძველესი ქალაქისთვის ღირსეული იერსახის შენარჩუნებისათვის.

5 ივნისს - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს,  კლუბის აქტივისტების, პარტნიორი არასათავრობო ორგანიზაციების, ჯავახიშვილისა და წერეთლის უნივერსიტეტების სტუდენტების, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების, საქართველოს მნვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების" დარბაზის მონაწილეობით, ადგილობრივი  თვითმმართველობის მხარდაჭერით მოეწყო აქცია, რომლის ფარგლებში დასუფთავდა  ქალაქის  ცენტრის სიახლოვეს არსებული ტერიტორია, ჩატარდა მსვლელობა სპეციალური ტრანსპარანტებით,  მოეწყო ასფალტზე ხატვა, რც სიმბოლურად ასახავდა მონაწილეთა დამოკიდებულებას გარემოსთან.

აქცია შთამბეჭდავი სანახაობით დასრულდა  - მონაწილეებმა ცაში ფერადი საჰაერო ბუშტები აუშვეს, როგორც  სიმბოლური გზავნილი საზოგადოებისთვის, როგორც მოწოდება - უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, ვიზრუნოთ ეკოკულტურაზე.

მედიასაშუალებებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს აქციის მიმართ -   ტელეკომპანია „რიონმა"  ღონისძიებას სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. 

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: აქციები | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 05.06.2013


15 მაისს 15.00 საათზე ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან „გენდერული თანასწორობის ქსელისა" და „ჟურნალისტა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის"  ინიციატივით გაიმართა ფრთომასშტაბიანი აქცია - „აირჩიე დემოკრატია".

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტი ქალები ქუთაისიდან, ხონიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან, ოზურგეთიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ხობიდან და სხვადასხვა ინტიტუტის სტუდენტები....

ღონისძიებას შეურთდნენ და საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსირეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.   აქციაზე მრავლად იყვნენ მასმედიის, როგორც რეგიონული ასევე ცენტრალური ტელეკომპანიების ჟურნალისტები.

პარლამენტის წინ გამართულმა აქციამ, რომელშიც 1000-ამდე  ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მორიგი სინალი მისცა საზოგადოებას,  პარლამენტისა და მთავრობის წევრებს  მხარი დაუჭირონ დემოკრატიას, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და უფრო აქტიურად იმუშაონ გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიება ოპერატიულად გაშუქდა რეგიონალური და ცენტრალური მედია საშუალებების მიერ.


კატეგორია: აქციები | ნანახია: 912 | დაამატა: moderatori | თარიღი: 15.05.2013

საინტერესო, საქმიანი, საზეიმო -  რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შეფასდეს მრგვალი მაგიდის შეხვედრა ოზურგეთში, სადაც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული საპატიო სტუმრებიც - ოზურგეთში ცნობილი, წარმატებული ქალები, რომლებმაც შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო დეტალებით შეავსეს.

კლუბის მოდერატორებმა ქეთევან ქადიეშვილმა, ნინო ნიკოლაიშვილმა და ნანა კეკელიძემ   მოხსენებები წაიკითხეს - რა მდგომარეობაა საქართველოში გენდერული თვალსაზრისით, გაიხსენეს წარმატებულ ქალთა მაგალითები სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში.  

შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი  აზრი გამოთქვეს აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში. ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე, რომელიც ქალთა სოლიდარობას  უშლის ხელს.

მონაწილეებმა ბრეინშტორმინგით დააფიქსირეს როგორ ხედავენ საკუთარ როლს ამ პროცესებში, რის შეცვლას მიიჩნევენ სავალდებულოდ და რის გაკეთებას აპირებენ ამ მიმართულებით.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 1193 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრას 21 ქალი დაესწრო. ცენტრის ფასილიტატორმა და კლუბის მოდერატორმა გააკეთეს მოხსენება. რას უკავშირდება რვა მარტი, რა მიღწევები აქვთ ქალებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში.

რა უნდა გაკეთდეს ქალთა კონსოლიდაციისათვის, როგორ შეიცვალოს ჩვეს ირგვლივ არსებული გარემო - მონაწილეებმა ამ საკითხებზე  ჯგუფურად იმუშავეს.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 926 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა მრგვალი მაგიდით აღნიშნეს  სოლიდარობის დღე. შეხვედრას 20 ადამიანი დაესწრო, მომხსეებლებმა ისაუბრეს ქალის როლზე, მიღწევებზე პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში. გაიხსენეს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე  წარმატებულ ქალთა მაგალითები.

 ჯგუფური მუშაობით დააფიქსირეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ქალებმა იმისათვის, რომ შეცვალონ მათ ირგვლივ არსებული გარემო გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

კატეგორია: აქციები | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 09.03.2013

« 1 2 3 4 5 6 7 ... 14 15 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0