ორშაბათი, 29.04.2024, 05:40
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ფოთის ქალთა კლუბზეც მსჯელობენ.

 ქალბატონები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ არჩევნებში კანდიდატთა სიებში ქალები მეტი რაოდენობით მოხვდებიან და სათანადო   ადგილებსაც დაიკავებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა შორის უკვე გამოიკვეთა ქალი-კანდიდატი. საკრებულოს წევრის - დარეჯან ცხვიტარიას კანდიდატურას კლუბის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს. იმედოვნებენ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის სოციალურ პრობლემატიკას, ქალთა უფლებებს, ჯანდაცვის სფეროს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1202 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მასში მონაწილეობა მიიღეს კლუბის მუდმივმა წევრებმა.

შეხვედრის თემა იყო: ადმინისტრაციული რაიონები აფხაზეთში.

კლუბის მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები. ინტერაქტიული მუშაობა, ტვინის შტურმი, დისკუსია.

გოგონებს ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ აფხაზეთის გეოგრაფიასთან დაკავშირებით. რამდენი სოფელი, ქალაქი, მდინარე, ტბა არის აფხაზეთში. შესაძლებლობა ჰქონდათ აფხაზეთის ღირშესანიშნავი ადგილები სურათებით ენახათ.

„აფხაზეთის გეოგრაფია არ ვიცოდი და ძალიან შემრცხვა, როცა აღმოვაჩინე, რომ თურმე ყველა ქალაქის დასახელება არ მცოდნია" - ნათია ჩიხრაძე.

კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ შეხვედრები მათ ბევრ ინფორმაციას მისცემს საკუთარ კუთხეზე.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1123 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2010

გრძელდება შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მთელი თვის განმავლობაში სამი შეხვედრა ჩატარდა როგორც ქალებისათვის, ასევე გოგონებისათვის.

შეხვედრის თემა იყო: ფეხმძიმობასთან დაკავშირებული გართულებები, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა ქალებისათვის, ინფორმაციები უფასო მამოგრაფიულ გამოკვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ მიმართული პრევენციული ღონისძიებები.

მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ინდივიდუალურად მოისმინეს გინეკოლოგის კონსულტაციები, სხვადასხვა თემებზე.

 შეხვედრები მომდევნო თვეებში გაგრძელდება.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1156 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2010

„რეგულარულად ვესწრები ფონდი „სოხუმის" მიერ გამართულ შეხვედრებს. უფრო თვითდაჯერებული გავხდი, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში და სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. - ასეთი პოზიცია ჰქონდათ წყალტუბოში გამართული  შეხვედრის მონაწილეებს.

გოგონებმა აქტიური დისკუსია გამართეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალისა და მამაკაცის სოციალური როლები, ქართული მენტალიტეტი და სტერეოტიპები.

განხილულ იქნა ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება - რეზოლუცია 1325, 1820, პეკინის პლატფორმა.

გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო თამამად საუბრობს ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილებაზე. გოგონები მიიჩნევენ, რომ არ უნდა ხდებოდეს სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და თანასწორობის დამკვიდრება თითოეული ქალიდან, თითოეული ოჯახიდან უნდა დაიწყოს.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1334 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2010

 

"...თქვენ უყურებთ ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებულ გადაცემას.

-რამდენად არიან მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები გამსვლელ სიებში ჩასვან ქალბატონები; დადგა თუ არა რეალურად ის დრო, როცა ქალთა აქტივობამ შედეგი უნდა გამოიღოს და საერთოდ, რამდენად კომფორტულია ქალბატონებისათვის გარემო ზოგადად ქართულ პოლიტიკაში...”

ამ მიმართულებით დაიწყო სატელევიზიო გადაცემა, რომელიც 18 თებერვალს  ტელეკომპანია "რიონის” ეთერში იხილა მაყურებელმა და სადაც ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები კიდევ ერთხელ შეეხნენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.  

ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ დახატულმა სურათმა კიდევ ერთხელ გახადა

თვალსაჩინო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ პარტიებში ამ კუთხით არსებული სიტუაცია.

პარტიებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, კლუბების სტრატეგიაზე ისაუბრეს  ფონდის ასისტენტებმა. მონაწილეთ გამოთქვეს სურვილი, ფონდმა გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაკავებული ქალების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაცვლით შეხვედრებს ითვალისწინებდა.

"თავისთავად საჭიროა  პრობლემის გაჟღერება, მაგრამ საჭიროა სწორედ ასეთი კონკრეტული ნაბიჯები - საზოგადოებრივი განწყობის კვლევა, ანალიზი, მუშაიბა ელექტორატთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ქალ-კანდიდატებთან”.

"რას უნდა ველოდოთ არჩევნებისაგან: ალბათ ძალიან რადიკალურ ცვლილებებს არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ცვლილებები არასოდეს დადგება, ამიტომ ინტენსიური მუშაობა არ შეწყდება”, - ასეთი პოზიციები ჰგონდათ გადაცემის მონაწილეებს.

"მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ულაპარაკოდ მივიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას”, - ეს განცხადება გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. არავის, მის გულწრფელობაში,  ეჭვი  არ  შეუტანია, რადგან რესურსი ამ კუთხით მართლაც არსებობს. 
 
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1208 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2010

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ივერიაში" ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „მომავლის ხედვა - იგპ-თა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლება".

 კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ  და მასში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (დანიის ლტოლვილთა საბჭო, ევროკავშირი, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი).

კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, დევნილები სხვადასხვა რეგიონებიდან. ფონდ „სოხუმს" წარმოადგენდა ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, ქალბატონი მერი გელაშვილი.

პლენარული სხდომა დაიწყო ვალერი კოპალეიშვილის (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი) გამოსვლით, რომელმაც მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2009 წლის მიღწევებზე.

 კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. მონაწილეებმა 2010 წლის სამოქმედო გეგმის განახლებაზე იმუშავეს. პრეზენტაციის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები მომავალი წლის სამოქმედო გეგმისათვის, რომლებიც ეხებოდა იგპ-თა ინფორმირებულობის გაზრდას სამართლებრივი საკითხების გადაჭრას, იგპ-თა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კონფერენცია დასრულდა დანიის სახელმწიფო დელეგაციასთან შეხვედრით.

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1453 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

17 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც  აფხაზეთის მეხუთე და მეექვსე, ქუთაისის მეჩვიდმეტე  საჯარო სკოლების პედაგოგები, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები შეიკრიბნენ. საუბრის თემა იყო ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის "დიალოგის პროცესი  უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” განხილვა და მონაწილეთა პოზიციების დაფიქსირება უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების აქტუალობაზე და მისი დაცვის მექანიზმებზე.

"სამწუხაროა, რომ ამ საკითხების ირგვლივ დისკუსიები წლების წინათ არ შედგა. ბევრი ჩვენთაგანი დღემდე იმ განცდით მოვიდა, რომ ეს საკითხები ყოველთვის ჩვენგან შორს, ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე წყდება”. - ითქვა შეხვედრაზე.

 "შეთანხმება ომის განუახლებლობაზე აუცილებელია, რათა მხარეებს შორის ნდობა  დამყარდეს”, -თვლიან მონაწილეები.  თუმცა, ამასთან ერთად ყურადღებას ამახვილებენ იმ საშიშროებაზე,  რომლებიც  საქართველოსთვის ფრიად რეალურია, თუ არ მოხდა გარანტიების სრულყოფილი მექანიზმების შემუშავება.

გამოიკვეთა საკითხები, რომელთაც მონაწილეებმა პრინციპული მნიშვნელობა მიანიჭეს:

 "ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ქართული მხრიდან აფხაზეთის ნებაყოფლობით ჩაბარების ტოლფასი არ უნდა გახდეს”; "ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაში დევნილების საკითხი გვგონია. სანამ საქართველოში თუნდაც ერთი დევნილი იქნება, არ შეიძლება ლაპარაკი წარმატებაზე მოლაპარაკებების კუთხით, თუმცა ვთვლით, რომ გონიერ კომპრომისებზე ორივე მხარე უნდა წავიდეს”.

   შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა   საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. 

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1204 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

« 1 2 ... 243 244 245 246 247 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0