ორშაბათი, 29.04.2024, 09:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი
 

თექვსმეტ გვერდზე  ბევრ რამეს გაეცნობა მკითხველი: ბათუმელ ქალთა შეხედულება ძალადობის პრობლემაზე, ხობში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეთა დამოკიდებულება თანასწორობისადმი... დაფიქრდება რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, იმაზეც, რატომ გარბის სახლიდან 12 წლის ბიჭუნა. გაიგებს, რომ ზოგჯერ ფსიქოლოგსაც სჭირდება ფსიქორეაბილიტაცია.

საზოგადოებასთან მუშაობა, ქალები ჩვენს გვერდით, ინტერვიუ ფსიქოლოგთან, სარედაქციო ფოსტა - ამ ძირითად რუბრიკებზეა აგებული ჟურნალ "ქალთა ხმის"  ახალი, 2010 წლის პირველი ნომერი.

ჟურნალი, წელსაც კვლავინდებურად ორ თვეში ერთხელ გამოვა. ქართული ვერსია - ნაბეჭდი სახით, რუსული კი - ელექტრონული ვერსიით გავრცელდება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1558 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2010

 

2010 წლიდან ფონდმა „სოხუმმა" დაიწყო მუშაობა პროექტზე   „ახალგაზრდა ლიდერ გოგონათა სკოლის ფორმირება და განვითარება საქართველოში დემოკრატიისა და სამშვიდობო პროცესებში მათი როლის გაზრდის მიზნით". პირველ ეტაპზე იმერეთის 6 ქალაქში (ქუთაისი, წყალტუბო, ვანი, ხონი, სამტრედია, ზესტაფონი)  დაგეგმილია შესარჩევი ტრენინგები. თითო ტრენინგიდან ოთხი საუკეთესო მონაწილე აირჩევა და სწორედ ისინი მოხვდებიან ლიდერთა სკოლაში (სულ 24 გოგონა).  

პირველი შესარჩევი ტრენინგი ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ ქალთა ლიდერობის თემას, განიხილეს კონფლიქტის არსი, ტიპოლოგია,  კომუნიკაციის მნიშვნელობა.  

როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ, საუკეთესო ჯგუფი შეიკრიბა. მონაწილეთა უმრავლესობა გამოირჩევა ლიდერული თვისებებით, კომუნიკაციის უნარით. ტრენინგის ბოლოს გოგონებმა საშინაო დავალებაც მიიღეს: ერთი კვირის განმავლობაში უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე - "ქალი და მშვიდობა”. ნაშრომი ყოველ მონაწილეს თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალებას.

მომდევნო შესარჩევი ტრენინგი წყალტუბოში გაიმართება. 
 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1283 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2010

კლუბზე მთავარი სადისკუსიო თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ქალები თავიანთ წინასაარჩევნო განწყობას ხმამაღლა აფიქსირებენ.

ეცნობიან ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორია ქალთა აქტივობა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სფეროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინაში, ამერიკაში, ბულგარეთში.

ქალთა კლუბის წარმომადგენლები  თავიანთ აზრს გამოხატავენ კოსოვოს ადგილობრივი არჩევნებისა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.

ერთხმად აღიარებენ, რომ უკრაინის არჩევნებში ქალ-კანდიდატს უჭერდნენ მხარს,  გამოხატავენ სურვილს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტი ქალი იხილონ კანდიდატებად. მათი აზრით, ქალები უკეთ დაიცავენ  საკუთარი ხალხის ინტერესებს.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1296 | დაამატა: admin | თარიღი: 12.02.2010

 

თებერვალს, ქ. ბათუმში, ფონდის მიერ გენდერული თანასწორობის პრობლემის კვლევის ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან  ჩაღრმავებული ინტერვიუ შედგა. ინტერვიუს მიზანი რესპონდენტის პოზიციის გარკვევა იყო  ქალთა პოლიტიკური აქტივობის საკითხთან დაკავშირებით.

დასმული თოთხმეტი შეკითხვა  ინტერვიუერის მოსაზრებებს აფიქსირებდა  საკითხებზე, რატომ არის ქალი - პოლიტიკოსი რიცხობრივად ნაკლები მამაკაც პოლიტიკოსზე; რატომ უჭერენ ამომრჩევლები მამაკაც კანდიდატს  მხარს უფრო, ვიდრე ქალ კანდიდატს; არიან თუ არა პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული გენდერული თანასწორობით; როგორ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა იმ შემთხვევაში, თუ ქალთა მეტი რაოდენობა იქნება ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში; რა მექანიზმებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშესაწყობად  და ა. შ.

რესპონდენტის აზრით, ქალთა წარმომადგენლობის გაფართოება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიტიური მოვლენაა, რომლის ხელშეწყობა სხვადასხვა სტრუქტურათა თანამშრომლობით უნდა იქნეს მიღწეული.

ყურადღება გამახვილდა არასამთავრობო სექტორის როლზე: "მათ თავისი რესურსებით სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტიებისათვის. მთავარია, სწორად ჩამოყალიბდეს და გაჟღერდეს პრობლემა”. 
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 1322 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010

9-11 თებერვლის ჩათვლით ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის სამდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

რა უდევს საფუძვლად მოძალადის აგრესიას; რას ემყარება ჯანსაღი პიროვნებათშორისი ურთიერთობები; რა არის სწორი კომუნიკაცია,  რომელი სტერეოტიპები არღვევს ოჯახურ ჰარმონიას; - ამ და სხვა საკითხების განხილვისას მონაწილეთა აქტიურობამ პიკს მიაღწია.

  განსაკუთრებული ინტერესი ფორუმ-თეატრის ელემენტების მიმართ დაფიქსირდა, როცა როლური თამაშებით ხდებოდა კონფლიქტის არსის, მისი ფაზების, სხვადასხვა ეტაპზე კონფლიქტის შეჩერებისა და მართვის უნარის გაცნობა.

ფსიქოლოგის ბლოკი მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოლოგიის განსაზღვრას მიეძღვნა.  იურისტმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონზე, მსხვერპლის დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრეთა  შეკითხვებს უპასუხა.

ფონდელები სამდღიან მუშაობას პროდუქტიულს უწოდებენ:

- საშუალება მოგვეცა საკუთარი მოსაზრება ხმამაღლა გამოგვეხატა.

-  აქ იყვნენ ტრენერები, ასისტენტები, ერთმანეთის საქმიანობაც შევაფასეთ.

- სხვა კუთხით შევხედეთ განხილულ საკითხებს. გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგვეხმარება.

- ეს იყო ადრენალინი მომავალი მუშაობისათვის, ბოლომდე დავიხარჯეთ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1256 | დაამატა: admin | თარიღი: 11.02.2010

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გასვლითი შეხვედრა სოფელ ბიის საჯარო სკოლაში მოეწყო.

 შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექტორი, პედაგოგები და უფროსკლასელები.

შეხვედრის მონაწილეებთან ერთად  აქტიური დისკუსია გაიმართა თემაზე - ქალი და პოლიტიკა, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. განისაზღვრა ის ძირითადი  ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც ქალთა პოლიტიკურ აქტიურობას აფერხებს.

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მოსწავლეები. გოგონების აზრით, ქალს სჭირდება ხელისშემწყობი გარემო იმისათვის, რომ საზოგადოებაში უფრო აქტიურად გამოჩნდეს. რადიკალურად განსხვავებული იყო ვაჟების პოზიცია, ისინი ქალებს ოჯახში, სამზარეულოში მოიაზრებენ, თუმცა ცხარე დისკუსიის შემდეგ საერთო შეხედულებებიც ჩამოყალიბდა.
 
 პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1574 | დაამატა: admin | თარიღი: 10.02.2010

აფხაზეთის გეოგრაფია, ქალაქები და სოფლები, ტურიზმი - რომელიც ერთ-ერთი წამყვანი სფერო იყო აფხაზეთში - ამ და სხვა საკითხების განსახილველად ფონდი „სოხუმის" გოგონათა კლუბი „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" მეხუთე საჯარო სკოლაში შეიკრიბა.

ინტერაქტიულმა სავარჯიშომ გამოავლინა, რომ მონაწილეთა  დიდი ნაწილი არ იცნობდა აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებს, ისტორიულ ძეგლებს.  ამიტომ გოგონებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაციები საკუთარ მხარეზე.

- მე ქუთაისში დავიბადე, ამიტომ აფხაზეთს ცუდად ვიცნობ, კლუბის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ინფორმაციებს ვიღებთ აფხაზეთზე. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე საკუთარ კუთხეზე - ლიკა კოპალიანი.

გოგონებმა დასასრულს საშინაო დავალებაც მიიღეს „რა ვიცი აფხაზეთზე".

 გოგონათა კლუბი მორიგი შეხვედრისთვის ემზადება.
 

პროექტი დაფინანცებულია შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1204 | დაამატა: admin | თარიღი: 09.02.2010

« 1 2 ... 244 245 246 247 248 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0