პარასკევი, 29.03.2024, 19:04
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

5 თებერვალს ფონდი "სოხუმის” ოფისში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სტუდენტი საზოგადოების ინფორმირება კვლევის

"დიალოგის პროცესი  უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო და მათი პოზიციების დაფიქსირება კოფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის გზებზე, კერძოდ, ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე.

შეხვედრას წერეთლისა და სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ. დისკუსიების შედეგად მონაწილენი შეთახმდნენ, რომ შეთანხმება ომის განუახლებლობის ირგვლივ აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის დამყარების კუთხით. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ იმ საფრთხეებზე, რომელსაც ის შეიცავს საქართველოსთვის. "სანამ არ მოხდება ნეიტრალიზება იმ საფრთხეებისა, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის, არ შეიძლება საუბარი უსაფრთხოების სრულყოფილ გარანტიებზე’’;

"საჭიროა რეალური ინფორმაციის გავრცელება არსებული სიტუაციის ირგვლივ და აქ თავისი სიტყვა ახალგაზრდებმაც უნდა თქვან”;

 "რუსეთი აწარმოებს პერმანენტულ საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ და შეცდომაში შეყავს, პირველ რიგში, საკუთარი საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას”.  

შეხვედრის  ბოლოს მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები. 
 
 პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1579 | დაამატა: admin | თარიღი: 05.02.2010

 

4 თებერვალს ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლები წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა ლაღაშვილს შეხვდნენ. საუბრის თემა  განსახლების საკითხს ეხებოდა. განსახლების პროგრამის ფარგლებში წყალტუბოში პირველ ეტაპზე  ათი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს და დაახლოებით 350 ოჯახს დააკმაყოფილებს.

ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა ელოდებათ იმ კოლექტიურ ცენტრებს, სადაც განსაკუთრებით ავარიული მდგომარეობაა.

ადგილობრივ ხელისუფალთა განმარტებით, მართლაც, არის ისეთი ცენტრები, სადაც საგანგაშო მდგომარეობაა სახურავის, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის კუთხით. შეუძლებელია ადამიანები ამ პირობებში კიდევ ორი წელი ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლება დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ცდილობს  ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას.
 
 პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1363 | დაამატა: admin | თარიღი: 04.02.2010

 „სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- ამ თემაზე ფონდი „სოხუმის" მიერ საინტერესო ვორკ-შოპი გაიმართა ბათუმში, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი და ადგილობრივი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იურისტები და იძულებით გადაადგილებული პირები.

ვორკშოპის მონაწილეები გაეცნენ ამ თემაზე ექსპერტების მიერ მოკვლეულ მასალებს, დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება თემისადმი და კვლევების შედეგებისადმი. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება საომარი მოქმედებების განუახლებლობის გარანტიებზე მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებს მოიტანს, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, მსგავსი ხელშეკრულება ვერ შეცვლის არსებულ რეალობას.

 დისკუსიის შემდეგ მოეწყო მუშაობა ჯგუფებში. მონაწილეებმა მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოებისა  და ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციების მოდელირება აღნიშნულ საკითხზე, გამოიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები.
 
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1260 | დაამატა: admin | თარიღი: 03.02.2010

პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმი" აწყობს ყოველთვიურ საინფორმაციო შეხვედრებს დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან.

იანვარში პარტიებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდის  მიზნებზე - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა და მათი როლის გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში. ასევე მნიშვნელოვანი იყო პარტიების მხრიდან ინფორმაციის მიღება, როგორ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და რა შანსები არსებობს ქალებისათვის საარჩევნო სიებში მოსახვედრად.

შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია. 

რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრ ქალბატონებს აუცილებლად მიეცემათ საკუთარი გამოცდილებისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნებში.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლაშა ბერაიამ განაცხადა, რომ ათკაციან სიაში მეორე და მესამე ადგილზე  ის ქალბატონები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც ხელმძღვანელობენ ჯანდაცვისა და განათლების შიდაპარტიულ კომიტეტებს. 

რაც შეეხება კვოტირების სისტემას, პარტიების ხელმძღვანელები სიების გენდერული ნიშნით შედგენას მხარს არ უჭერენ. მათი აზრით, უმჯობესია ყურადღება გაამახვილონ კანდიდატის პროფესიონალიზმზე, შრომისმოყვარეობაზე, ცნობადობასა და გამოცდილებაზე. 
 
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1315 | დაამატა: admin | თარიღი: 31.01.2010

ახალი სამუშაო წლის დაწყებისთანავე გაგრძელდა შეხვედრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 შეხვედრა ჩატარდა, როგორც ქალებისათვის, ასევე ახალგაზრდა გოგონებისათვის. მონაწილეები მოდიან საჭირო ინფორმაციების მისაღებად, მოდიან იმისათვის, რომ მიიღონ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 ქუთაისის შეხვედრაზე საუბარი იყო ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაზე. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეებზე. იყო ბევრი შეკითხვები, როგორ უნდა მოხდეს დაავადებების თავიდან აცილება. 

წყალტუბოში გამართულ შეხვედრამ ძირითადად კონსულტაციების ხასიათი მიიღო. შეხვედრამდე ქალები იმყოფებოდნენ გინეკოლოგთან გამოკვლევებზე და შედეგები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ მომავალი დედები, რომლებსაც ბევრი შეკითხვები გაუჩნდათ, რა სახის პრეპარატები, ვიტამინები უნდა მიიღოს ქალმა ასეთ მდგომარეობაში.

ხონში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გინეკოლოგთან შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ ისეთი საკითხებით როგორიცაა კლიმაქსი და ამ დაავადაბასთან დაკავშირებული სიმპტომები.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1378 | დაამატა: admin | თარიღი: 31.01.2010

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგმა სამი შეხვედრა ჩაატარა, მასში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ქალმა. შეხვედრას მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ფსიქოლოგის დახმარებით არტ-თერაპია გაიარეს.

შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად დგამენ თეატრალურ წარმოდგენას და შორიდან აფასებენ რეალობას.  უმკლავდებიან სიძნელეებს და იძენენ ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებს. ასეთი პატარა წარმატებები კვებავს ქალებს და აძლევს მათ თვითდაჯერებულობას.

 

პროექტიხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1353 | დაამატა: admin | თარიღი: 30.01.2010

იანვრის თვეში DRC-ის პროექტის ფარგლებში 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისისა და წყალტუბოსსხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში.

შეხვედრებზე გაირკვა, რომ კოლექტიური ცენტრების უმრავლესობას სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებს, რაც ძირითადად განსახლების საკითხებს უკავშირდება.

კმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი სასტუმრო „სათაფლიაში" მცხოვრები დევნილები, რომლებსაც შენობა გაურემონტეს და კერძო მფლობელობაში გადასცეს.  მაგრამ გარკვეული პრობლემები იქაც არსებობს, რაც მათი თქმით, ფართის არასწორად განაწილებას უკავშირდება.  

გაურკვეველ მდგომარეობაში არიან  წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილები.  

 საინფორმაციო შეხვედრები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება და დევნილები საჭირო  ინფორმაციებს მიიღებენ განახლებასთან დაკავშირებით. 
 
 პროექტიხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1290 | დაამატა: admin | თარიღი: 29.01.2010

« 1 2 ... 245 246 247 248 249 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0