ოთხშაბათი, 15.05.2024, 00:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- გრძელდება საინფორმაციო შეხსედრები ამ  თემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.

ბოლო სამი შეხვედრა მოეწყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (ქუთაისში,19.02.10),  ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (ოზურგეთი,23.02.10), ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში (26.02.10).  

მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე „ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ".

შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, ომის განუახლებლობაზე ხელისმოწერა უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1274 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2010

23-25 თებერვალს ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე : ოჯახური ძალადობის პრევენცია", რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, უფროსკლასელები.

ოჯახი- როგორც სოციალური ინსტიტუტი; ოჯახის წევრთა ურთიერთობები; მოვალეობათა გადანაწილება; გენდერული სტერეოტიპები; კონფლიქტები ოჯახში, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ელემენტი.

ეს და სხვა თემები იყო ტრენინგზე განხილვის საგანი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახური ძალადობის საკითხებზე. დასახელდა არაერთი რეალური მაგალითი, როცა ქალი მსხვერპლად გვევლინება. მონაწილეთა აზრით, ამის მიზეზი ხშირად საკუთარი უფლებების არცოდნაა.

სტრესი, მისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები; რა არის ფსიქოლოგიური ტრავმა, მისი გამოვლინებები; იმ ადამიანების ემოციები და გრძნობები, რომელთაც სტრესი გადაიტანეს;- ეს საკითხები ტრენინგის ბოლო ბლოკში იქნა განხილული.

მონაწილეთა სიტყვით, ბევრი ახალი, სასარგებლო ინფორმაციები მიიღეს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1447 | დაამატა: admin | თარიღი: 25.02.2010





მორიგი რადიოგადაცემა ციკლიდან  "ქალი და არაძალადობრივი საზოგადოება” რადიო "ძველი ქალაქის” მსმენელს სპეციალისტების,  უბრალო ადამიანების,  თვითონ ძალადობის მსხვერპლი ქალების მოსაზრებას სთავაზობს  ოჯახში ძალადობის საზოგადოებისათვის მეტად მტკივნეულ თემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.


...ფონდი "სოხუმის” ფსიქოლოგი ფსიქო-რეაბილიტაცის პროგრამაზე საუბრობს, რომლის ფარგლებში არაერთი ქალის პრობლემა ხდება საცნაური. მისასალმებელია, რომ ფსიქოლოგის ინსტიტუტი თანდათან მკვიდრდება.


...იურიდიული კონსულტაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხება, რომელთა  მეტი წილი 2010 წლის აპრილიდან შედის ძალაში.


...რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემა პირდაპირ უკავშირდება ქალის ოჯახში ძალადობისაგან დაცვის საკითხს, - ასე თვლიან  სპეციალისტები, რომლებიც ფონდის თაოსნობით არიან ჩართული   პროგრამაში.


...ფორუმ თეატრი საუკეთესოდ ასრულებს თავის მისიას: წარმოდგენის შემდეგაც არ წყდება დისკუსიები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ პროცესში კი ერთნაირად აქტიურად ერთვება ახალგაზრდობა, საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები. მთავარი აქცენტი, ინტერვიუერთა მოსაზრებით,  ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნულ პასუხისმგებლობაზე, გვერდით მდგომის თანაგრძნობასა და მისი მისწრაფებების  პატივისცემაზე უნდა გაკეთდეს.  
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1284 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

„ქალი პოლიტიკაში - რთული არჩევანი"- ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებული ფილმის განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა მსგავსი ფილმების  მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

-  ქალისთვის პოლიტიკაში მოსვლა მართლაც რომ რთული არჩევანია. ფილმი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია წარმატებულ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ უჭირთ არჩევანის გაკეთება, რაც კიდევ ერთხელ მინიშნებს იმაზე, რომ ქალებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.

 -  ფილმი ბევრ ქალს მისცემს სტიმულს უფრო თამამად გააკეთოს არჩევანი და მოვიდეს პოლიტიკაში.

ფილმის გარჩევის შემდეგ არასამთავრობო ორგნიზაცია „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თეონა გოგიშვილმა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1187 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

- კვოტირების სისტემამ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში გაამართლა, ურიგო არ იქნებოდა ეს მეთოდი ჩვენთანაც დაგვენერგა -  ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა დიდი ნაწილი კვოტირების მომხრეა. წინასაარჩევნო განწყობა  ამაღლებული და ოპტიმისტურია. ქალბატონები მზადყოფნას გამოხატავენ მხარი დაუჭირონ ქალ-კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ელზა კვარაცხელია, რომელიც ნაციონალური პარტიის წევრია, აცხადებს, რომ მისი მარტის ბოლოს  უკვე გამოქვეყნდება სიები, რომლებშიც ქალები  უფრო მეტი რაოდენობით იქმნიშვნელოვან ადგილზე იქნებიან.

იმ დღეს, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მათი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პრობლემა დასვეს  - ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც თავისი უნიკალური მცენარეებით მსოფლიო მნიშვნელობისაა, თითქმის განადგურების პირასაა.

კლუბის წევრებმა ამ საკითხის გადასაჭრელად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები დაგეგმეს.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1308 | დაამატა: admin | თარიღი: 24.02.2010

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, კლუბის წევრთა მოთხოვნით,  მოწვეულნი იყვნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები - უფროსის მოადგილე ჯანო ზოსიაშვილი და უფროსი სპეციალისტი ნუკრი ლეთოდიანი.

სტუმრებმა ის ძირითადი პრობლემები მოისმინეს, რომელიც ხონში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. საუბარი იყო კერძო კომპანიების მიერ გაჭიანურებულ და უხარისხოდ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე, ფართის არასწორად განაწილებაზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ დევნილები მეტ ყურადღებას მოითხოვენ როგორც დევნილთა ადგილობრივი სამმართველოს, ასევე დევნილთა სამინისტროს მხრიდან, რადგან განსახლების პროგრამის ამოქმედება არ ნიშნავს პრობლემების სრულად გადაწყვეტას.

მონაწილეები შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებენ, რადგან ბევრ მათთვის საჭირო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი.

დევნილთა სამმართველოს წარმომადგენლებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ წამოჭრილ  პრობლემებზე  დროულად მოხდება რეაგირება.

დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე ამომრჩეველ ქალთა კლუბი მსგავსი შეხვედრების მოწყობას მომავალშიც შეეცდება.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1179 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2010

ლიდერთა სკოლისათვის შესარჩევი ტრენინგები ამჯერად წყალტუბოში ჩატარდა. სამდღიან ტრენინგ-სემინაზე მონაწილე გოგონებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. ქალთა ლიდერობა, კონფლიქტის არსი, ტიპები, სახეები, კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა.

 მუშაობის პროცესში გამოყენებული იყო სხვადასხვა მეთოდები, ჯგუფური სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები, როლური თამაშები. გოგონებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ აღნიშნული საკითხების გარშემო.

- უკვე ვოცნებობ იმაზე, რომ მოვხვდე ლიდერთა სკოლაში, ტრენინგზე კარგი გარემო შეიქმნა იმისათვის, რომ ყველას წარმოეჩინა საკუთარი თავი" - მარი კოპალიანი.

 ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშინაო დავალება მიეცათ. ერთ კვირაში უნდა წარმოადგინონ „ესსე" შემდეგ თემებზე: „მინდა გავხდე მშვიდობისმყოფელი", „მე ლიდერი ვარ".
 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 1261 | დაამატა: admin | თარიღი: 22.02.2010

« 1 2 ... 242 243 244 245 246 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0