"...თქვენ უყურებთ ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებულ გადაცემას.
-რამდენად არიან მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები გამსვლელ სიებში ჩასვან ქალბატონები; დადგა თუ არა რეალურად ის დრო, როცა ქალთა აქტივობამ შედეგი უნდა გამოიღოს და საერთოდ, რამდენად კომფორტულია ქალბატონებისათვის გარემო ზოგადად ქართულ პოლიტიკაში...”
ამ მიმართულებით დაიწყო სატელევიზიო გადაცემა, რომელიც 18 თებერვალს ტელეკომპანია "რიონის” ეთერში იხილა მაყურებელმა და სადაც ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები კიდევ ერთხელ შეეხნენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს.
ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ დახატულმა სურათმა კიდევ ერთხელ გახადა
თვალსაჩინო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკურ პარტიებში ამ კუთხით არსებული სიტუაცია.
პარტიებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე, კლუბების სტრატეგიაზე ისაუბრეს ფონდის ასისტენტებმა. მონაწილეთ გამოთქვეს სურვილი, ფონდმა გააგრძელოს საქმიანობა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობაში დაკავებული ქალების, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაცვლით შეხვედრებს ითვალისწინებდა.
"თავისთავად საჭიროა პრობლემის გაჟღერება, მაგრამ საჭიროა სწორედ ასეთი კონკრეტული ნაბიჯები - საზოგადოებრივი განწყობის კვლევა, ანალიზი, მუშაიბა ელექტორატთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ქალ-კანდიდატებთან”.
"რას უნდა ველოდოთ არჩევნებისაგან: ალბათ ძალიან რადიკალურ ცვლილებებს არა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ცვლილებები არასოდეს დადგება, ამიტომ ინტენსიური მუშაობა არ შეწყდება”, - ასეთი პოზიციები ჰგონდათ გადაცემის მონაწილეებს.
"მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ულაპარაკოდ მივიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას”, - ეს განცხადება გადაცემის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. არავის, მის გულწრფელობაში, ეჭვი არ შეუტანია, რადგან რესურსი ამ კუთხით მართლაც არსებობს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |