სამშაბათი, 14.05.2024, 00:50
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

დასავლეთ საქართველოს შვიდ  ქალაქში მოქმედ ამომრჩეველ ქალთა კლუბს კიდევ ერთი დაემატა: პირველ მარტს წყალტუბოში ახალი კლუბი დაფუძნდა.

პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფონდისოხუმის" საქმიანობაზე, პროექტის ძირითად მიზნებზე, ამოცანებზე, კლუბის სამომავლო გეგმებზე.

გაცნობისას გამოიკვეთა მონაწილეთა პოზიცია. შეკრებილებმა ცალსახად დააფიქსირეს, რომ აუცილებელია ქალთა გააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა პოლიტიკაში.

- მივესალმები კლუბის დაფუძნებას წყალტუბოში, ამ ქალაქში ქალთა არაჩვეულებრივი რესურსია თავმოყრილი. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, წინ წამოვწიოთ ის პრობლემები, რომელიც წყალტუბოს მოსახლეობას აწუხებს და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მათ გადაჭრაში, - აღინიშნა შეხვედრაზე.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1101 | დაამატა: admin | თარიღი: 01.03.2010

ფონდი „სოხუმის"ფორუმ-თეატრი თებერვლის თვიდან განახლებული სცენებით იწყებს მოგზაურობას: ოჯახში, და-ძმას შორის არსებული დაძაბულობა, რომელიც ჩაცმასა და მაკიაჟს ეხება; ძალადობა სკოლაში, როცა ერთ-ერთ მოსწავლეს აიძულებენ სიგარეტი მოსწიოს. ფსიქოლოგიური ზეწოლა სათვალეებიან გოგონაზე, რომელსაც თანაკლასელები აბუჩად იგდებენ.

გაახლებული სცენარით წარმოდგენა ჩატარდა ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში და ხობის №1 საჯარო სკოლაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

წარმოდგენამ სერიოზულად დააფიქრა მონაწილეები. მათი აზრით, აუცილებელია საზოგადოებამ მეტი პროტესტი გამოხატოს ძალადობის სხვადასხვა ფორმების მიმართ და აქტიურად იმოქმედოს მის წინააღმდეგ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1203 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

ფონდი „სოხუმის" მიერ თებერვლის თვეში მოეწყო სამი შეხვედრა ქუთაისის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში არსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, როგორ ხდება დაჩქარებული წესით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მომსახურება დაზღვევის სავალდებულო და ნებაყოფლობით ფორმებზე.

გაიცა კონსულტაცია, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი დევნილთა იძულებით გამოსახლება  მათ მიერ დაკავებული ობიექტიდან და ვინ არის გამოსახლების განმახორციელებელი ორგანო.

 იურისტისგან მოსწავლეებმა მიიღეს კონსულტაცია მშობელთა უფლებებზე და მოვალეობებზე. ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის სპეციფიკურ ღონისძიებებზე.

შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1512 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

 

თებერვლის თვეში პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამომრჩეველ ქალთა კლუბებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადების  შეფასება.

შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ფოთი, ბათუმი), რესპუბლიკური პარტია (ფოთი), ახალი მემარჯვენეები (ბათუმი). 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ დაკვეთასთან. ვინაიდან ამომრჩეველთა 56% ქალები არიან, არსებობს უფრო მეტი  შანსი პოლიტიკური პარტიების წინაშე ამ მოთხოვნის წარმოსაჩენად. ამისათვის საჭიროა ამომრჩეველი ქალების მობილიზება და მათთან მუშაობის გაძლიერება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.

ახალი მემარჯვენეების ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია დიდ იმედებს ამყარებს მათი პარტიის წევრ ლიდერ ქალებზე, რომლებსაც გააჩნიათ წარმატებული პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა თვისება: პროფესიონალიზმი, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, სოფო კახაძე ხელმძღვანელობს ქალთა საბჭოს ამ პარტიაში. ახალ მემარჯვენეებიდან საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.

რესპუბლიკურ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრთა სიაში დაახლოებით 40%-ს ქალები წარმოადგენენ. აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ქალები. შვიდმა მათგანმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება.  პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ხელს შეუწყობს სოციალური სახის პრობლემებზე ყურადღების უფრო მეტ გამახვილებას. თუმცა ამისათვის საჭიროა მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მიზანდასახული ქალი კანდიდატების წარმოდგენა საარჩევნო სიებში.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1222 | დაამატა: admin | თარიღი: 28.02.2010

რეზოლუცია 1325, 1820,პეკინის პლატფორმა - რამდენად იცნობენ ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ახალგაზრდა ქალები, რამდენად აუცილებელია მათი ცოდნა და როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები პრაქტიკულად - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თებერვლის თვეში ქუთაისში (22.02.10), ხონსა (24.02.10) და სენაკში (26.02.10) შეკრებილმა გოგონებმა.

 ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტების არსებობა არ არის ყველაზე მთავარი, -მნიშვნელოვანი მათი შესწავლა და ამუშავებაა.

21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ქალის უფლებებზე საუბარი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამ დოკუმენტების ცოდნა დაგვეხმარება საზოგადოებაში თანასწორობა დავამკვიდროთ, - დარიკო კვარაცხელია. 

  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით..

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1214 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2010

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა თავიანთი წინასაარჩევნო განწყობა დააფიქსირეს. კლუბზე აღინიშნა, რომ ოზურგეთში ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებისათვის ჯერ-ჯერობით არ არიან გამოკვეთილი ქალი კანდიდატები.

ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა  გაგუამ, რომელიც  კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრია, შეხვედრის მონაწილეებს ბრიტანული შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი ერთი თვით მანჩესტერში იმყოფებოდა. პროექტი, რომელიც ევრო კავშირმა დააფინანსა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და პიროვნების თემში ჩართვას ისახავდა მიზნად.

 კლუბის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და დაამატეს, რომ ბრიტანულ გამოცდილებას ქალბატონი ნანა საკუთარი სკოლის განვითარებაში გამოიყენებს.

 შეხვედრას ადგილობრივი პრესის წარმომადგენელი - „გურია-ნიუსის" ჟურნალისტიც ესწრებოდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზეთის უახლეს ნომერში დაიბეჭდება.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი) მიერ (NED).

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1245 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2010

თებერვალის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 16 კოლექტიური შეხვედრა მოაწყო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). ფსიქორეაბილიტაცია გაიარა 144 -მა  ქალმა. მათ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე ფსიქოლოგს დახმარებისათვის მიმართა 18 ქალმა.  

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ქალები ყველა რეგიონში ძირითადად განსახლების საკითხზე არიან ორიენტირებული. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე, რომ მცირე შემოსავალი ოჯახში ხშირად ხდება კონფლიქტის საფუძველი. არის შემთხვევები, როცა დედები დახმარებას ითხოვენ ფსიქოლოგისგან იმის გამო, რომ საკუთა შვილებს ვეღარ ცნობენ, ვერაფრით ხვდებიან, რატომ გახდნენ ისინი აგრესიულები.

- ბევრ სასიკეთო რჩევებს ვიღებთ, ბევრად უფრო დაწყნარებულები გამოვდივართ ამ შეხვედრიდან.

- ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთის მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას გვაძლევს, როგორ მივხედოთ საკუთარ პრობლემებს.

 - ეს  იმ ქალების შეხედულებებია, რომელიც ფსიქოლოგის შეხვედრებს ესწრებიან. ფსიქორეაბილიტაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1215 | დაამატა: admin | თარიღი: 26.02.2010

« 1 2 ... 241 242 243 244 245 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0