|
„რეგულარულად ვესწრები ფონდი „სოხუმის" მიერ გამართულ შეხვედრებს. უფრო თვითდაჯერებული გავხდი, ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩვენს ცნობიერებაში და სრულფასოვანი საზოგადოების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. - ასეთი პოზიცია ჰქონდათ წყალტუბოში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.
გოგონებმა აქტიური დისკუსია გამართეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალისა და მამაკაცის სოციალური როლები, ქართული მენტალიტეტი და სტერეოტიპები.
განხილულ იქნა ის საერთაშორისო დოკუმენტები, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება - რეზოლუცია 1325, 1820, პეკინის პლატფორმა.
გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა თაობა უფრო თამამად საუბრობს ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილებაზე. გოგონები მიიჩნევენ, რომ არ უნდა ხდებოდეს სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია და თანასწორობის დამკვიდრება თითოეული ქალიდან, თითოეული ოჯახიდან უნდა დაიწყოს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |