დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით გაფორმდა შეთანხმება ერთობლივი ტრენინგების ჩატარების თაობაზე გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდული ჯგუფისათვის. ამ ინიციატივის განხორციელება შესაძლებელი გახდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგად. საბჭოს წევრთა აზრით, ეს ინიციატივა პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ასევე ახალგაზრდობაზე, რომელიც ქალაქის მომავალს წარმოადგენს.
24 თებერვალს ბათუმის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედი გეგმის დოკუმენტზე მუშაობა გააგრძელეს და საბოლოო ვარიანტის დამტკიცების ვადებზე შეთანხმდნენ. განისაზღვრა ჯგუფები და საკითხები ადგილობრივ გენდერულ საჭიროებათა კვლევისთვის. შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფი კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და დაისახა მოქმედების სტრატეგია.
საბჭოს წევრებმა პოზიტიური შეფასება მისცეს გენდერული განათლების ხელშემწყობი შეხვედრების ციკლის „თაობათა დიალოგის“ დაწყებას, რომელიც საბჭოს ეგიდით ხორციელდება და მისი გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაცია „მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შედეგებს - მიიღეს ინფორმაცია ჩატარებული კვლევების, ბათუმის გენდერული პოლიტიკის და იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც საბჭომ შეიმუშავა გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თემები, რომლებზეც საბჭო მუშაობს, აქტუალურია და მათი საქმიანობის ასახვაც სისტემატურად მიმდინარეობს ადგილობრივ მედიაში.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტი საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა წუწუნავას ქუჩის მცხოვრებთ. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელთა გადაჭრა განსაკუთრებულ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული: მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხი, რის გამოც წვიმის დროს იტბორება მთელი ქუჩა; ნახევარ ქუჩაზე არ არის გარეგანათება და საღამოს გარეთ გასვლა თითქმის ვერ ხერხდება; ქუჩაზე ადრე იყო ე.წ. „უსინათლოთა საზოგადოების“ შენობა, რომელიც დაიშალა. მის ნანგრევებში ზაფხულობით იბუდებს ქვეწარმავლები და ბავშვებისთვის ეზოში თამაში საშიშია; მილხიდი, რომელიც იმდენად მაღალია, რომ დაბალი სიმაღლის მსუბუქი ავტომობილებისთვის მასზე გადასვლა პრობლემას წარმოადგენს.
იურისტმა მოამზადა განცხადება, რომელსაც შეიტანენ ქალაქის მერიაში და შემდეგ მოხდება პრობლემის ადვოკატირება.
ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ფონდი „სოხუმის“ იურისტმა 6 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. 51 მონაწილემ მიიღო ინფორმაციები სხვადასხვა თემაზე.
იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ქუთაისის მერვე საბავშვო ბიბლიოთეკაში. მოხდა ოჯახში ძალადობის სახეების და მისი პრევენციის განხილვა. ყურადღება გამახვილდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების უფლებებსა და მოვალეობებზე.
თვის განმავლობაში გაიცა იურიდიული კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, დაიწერა განცხადებები მოქალაქეების საჭიროებებისა და პრობლემების თაობაზე და გაიგზავნა შესაბამის ორგანოებში.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
თებერვლის თვეში მობილიზაციის შეხვედრები ჩვეული თანმიმდევრობით ჩატარდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა (ზუგდიდი).
შეხვედრებზე საუბარი იყო ოჯახში ძალადობის გასული წლის სტატისტიკაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათავსა საიტზე. ასევე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კანონში მიმდინარე ცვლილებებზე.
შეხვედრები ჩატარდა სოფლებშიც: კოკი, ივანდიდი, ბათარია...
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer