20 თებერვალს ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა „თაობათა დიალოგი“ - მწერალთა კავშირის წევრს, სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის და აიპ აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების დამფუძნებელს, ქ .ბათუმის საკრებულოს წევრს, პროფესორ რამაზ სურმანიძესა და სკოლის უფროსკლასელებს შორის. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.
შეხვედრამ ემოციურად, საინტერესო დისკუსიებით ჩაიარა და თაობათა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის, კულტურული დიალოგის აუცილებლობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა.
„შეიძლება, ამდენი სითბო, სიყვარული საკუთარ ოჯახშიც კი ვერ მივიღოთ“ -ასე აღწერა თავისი განწყობა ერთ-ერთმა მოზარდმა.
ბატონმა რამაზმა სკოლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად.
შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა მოახსენეს ლამაზი და საინტერესო დღისათვის!
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|