სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-14 სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ საბავშვო ბაღების გამგეები და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსა და სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებას შორის.
მემორანდუმის ხელმოწერამ საფუძველი დაუდო აქტიურ თანამშრომლობას გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსა და საბავშვო ბაღებს შორის მინი-პროექტის ფარგლებში.
თებერვლის ბოლოს გენდერული საკონსულტაციო საბჭო გეგმავს 3 ვორკშოპის ჩატარებას 1-ლ საბავშვო ბაღში ეკო-სანიტარიის, გენდერისა და ძალადობის თემებზე.
გაერთიანების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერა დიდი იქნება და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოხატა.
სხდომაზე მოისმინეს შედეგები ადრე დასმული პრობლემების თაობაზე. აღინიშნა, რომ კოლექტიურ ცენტრ „ეგრისში“ უკვე გაიწმინდა საკანალიზაციო სისტემა. გაიმართა დისკუსიები სხვადასხვა საკითხსა და საპროექტო იდეებზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|