მთავარი »
2015 » თებერვალი » 24 » ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა
23:14 ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა |
|
24 თებერვალს ბათუმის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის სამოქმედი გეგმის დოკუმენტზე მუშაობა გააგრძელეს და საბოლოო ვარიანტის დამტკიცების ვადებზე შეთანხმდნენ. განისაზღვრა ჯგუფები და საკითხები ადგილობრივ გენდერულ საჭიროებათა კვლევისთვის. შეიქმნა ადვოკატირების ჯგუფი კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და დაისახა მოქმედების სტრატეგია.
საბჭოს წევრებმა პოზიტიური შეფასება მისცეს გენდერული განათლების ხელშემწყობი შეხვედრების ციკლის „თაობათა დიალოგის“ დაწყებას, რომელიც საბჭოს ეგიდით ხორციელდება და მისი გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 878 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |