ფონდი „სოხუმი“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს მუშაობას საბავშვო ბაღების პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან ეკო-სანიტარიის, გენდერისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
4-6 თებერვალს პროექტის ფარგლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა მწვრთნელთა მოსამზადებელი ტრენინგი.
სამი დღის განმავლობაში ისინი მუშაობდნენ თემებზე: ნარჩენების მართვა, წყლის მართვა და სანიტარია, გენდერული ძალადობა, ბავშვების გენდერული განვითარება, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.
ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს აგრეთვე მწვრთნელისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელთაც გამოიყენებენ ვორკშოპების ჩატარებისას სენაკის საბავშვო ბაღებში პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.
პროექტი დაფინანსებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფონდი „სოხუმის“ მიერ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|