კვირა, 24.11.2024, 01:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2015 » თებერვალი » 23

 

23 თებერვალს  ჩატარდა იურისტის საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისის, ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში („ჩვილ ბავშვთა სახლი“). სხვა დევნილებთან შედარებით მათ ნორმალური  საცხოვრებელი პირობები აქვთ: გარემონტდა გარეთა ფასადი, ჩასმულია ახალი ფანჯრები, ყველას დაურიგეს გაზის გამათბობელი. პრობლემას წარმოადგენს იმ ფართების დაკანონება,  რომელშიც ცხოვრობენ.

მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვები პენსიის დანიშვნის პროცედურების შესახებ, ომის ვეტერანის უფლებების და პრივილეგიების, განქორწინების და ალიმენტის დანიშვნის  შესახებ. შეხვედრაზე მონაწილეებს  მიეწოდა მათთვის საინტერესო ინფორმაციები.

მოქალაქეებთან ერთად დაიწერა ერთობლივი განცხადებები სხვადასხვა ინსტანციაში სხვადასხვა  პრობლემასთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2015

 

ფოთის 1-ლ საჯარო სკოლაში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო 17 გოგონამ.

საინტერესოდ გაიშალა შეხვედრის თემა „გენდერული საზოგადოების განვითარება საქართველოში“. იყო აქტიური დისკუსია და სამომავლო გეგმებზე საუბარი - 6 მარტს მოხალისეთა ჯგუფი და  კლუბის აქტიური წევრები ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარებენ  საინფორმაციო შეხვედრას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 837 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2015

 

4, 10 და 23 თებერვალს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოს, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ბენეფიციართა საერთო რაოდენობა იყო 32, შეხვედრის თემა - გენდერული განვითარება, გენდერული როლების ათვისება, მიზანი კი: ინფორმირებულობის გაზრდა ოჯახსა და საზოგადოებაში გენდერულ განვითარებასთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგი შეხვდა აგრეთვე ძალადობის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალბატონს, რომელმაც მიიღო პრაქტიკული რჩევები სტრესისა და პოსტტრავმული სინდრომის მართვის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2015

წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა საკონსულტაციო იურიდიული შეხვედრები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პროცესში, განქორწინება და ალიმენტის დანიშვნის წესები, მოწმედ გამომსვლელის უფლებები და მოვალეობები.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა აფხაზეთში მიმდინარე პასპორტიზაციის პრობლემას. შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, როგორ უნდა იცხოვრონ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებმა აფხაზეთში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 23.02.2015

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0