| „უმუშევრობა და მათი გადაჭრის გზები ახალგაზრდების
თვალით" - ლიდერთა სკოლის წყალტუბოს
ჯგუფმა ამ თემაზე მოაწყო მრგვალი მაგიდის
შეხვედრა.
მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებსაც
ახალგაზრდები ამ კუთხით აწყდებიან. აღინიშნა,
რომ უმაღლესი განათლებაც კი ვერ იძლევა სამუშაოს შოვნის გარანტიას, რაც სერიოზულ
პრობლემებს ქმნის - უმუშევრობა პირდაპირ კავშირშია კონფლიქტთან, ძალადობასთან და
სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან.
ითქვა, რომ სამუშაოს ძიებისას ახალგაზრდებმა უკეთ უნდა
შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ისაუბრეს პროფესიული გადამზადების
მნიშვნელობაზე. აღინიშნა ონლაინ დასაქმებაზეც, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ ახალია და ამ
სივრცის ათვისება ახალგაზრდებს მნიშვნელოვან პრობლემებს მოუხსნის.
ნაადრევი ქორწინება სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს, - აღინიშნა მრგვალ მაგიდაზე სენაკში.
ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ნაადრევი
ქორწინების ნეგატიური შედეგები, ძირითადად, გოგონებზე აისახება: შესაძლოა, ვერ მიიღონ
განათლება, სხვებზე იყვნენ დამოკიდებული ფინანსურად და მორალურად. ეს პრობლემები კი ხშირად
წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და ხელს უწყობს ოჯახების ნგრევას.
მონაწილეებმა
აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდების ინფორმირებულობას შეუწყობს
ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
„ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |
|
| 10 დეკემბერს, ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის მეორე გადაცემა
გავიდა ციკლიდან - „მშვიდობა - შინ, მშვიდობა -
გარეთ". გადაცემამ ორგანიზაციის საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამა.
როგორი რეზონანსი ჰქონდა საინფორმაციო კამპანიას; რა სიტუაცია აჩვენა
ჩატარებულმა კვლევებმა, საინფორმაციო შეხვედრებმა, საზოგადოებრივმა დისკუსიებმა,
რომელთა თემები პირდაპირ ეხმიანებოდა კამპანიის სულისკვეთებას; რამდენად
პროდუქტიული იყო სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან თანამშრომლობა; როგორ იყვნენ
ჩართულნი კამპანიის მიმდინარეობაში სახელისუფლებო რგოლები, მედიასაშუალებები -
ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს
ტელეგადაცემის მონაწილეებმა, რომელთა შორის ფონდის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ
საზოგადოების წარმომადგენლები, ხონისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფონდის მიერ გამართულ სამოქალაქო
ფორუმს, რომელმაც 9 დეკემბერს, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი
საკანონმდებლო და აღმასრულებლი
ხელისუფლების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის
მონაწილეობით განსაზღვრა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციასა და
ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობის ფორმები
და არასამთავრობო სექტორთან, სხვა ადგილობრივ ინსტიტუტთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
„მისასალმებელია, რომ ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში
მიმდინარე განხილვების პარალელურად ადგილობრივ ხელისუფლებაში ხდება ძალადობის
აღკვეთის საკითხში შესაბამისი პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვის გაცნობიერება, რამეთუ - კანონის არსებობა „მწვანე შუქის" ანთება კი
არის, მაგრამ ადგილებზე სწორი და
პრობლემაზე მორგებული მიდგომების, შესაბამისი რესურსების გამოძებნის გარეშე
შეუძლებელია პრობლემის რეალური მოგვარება", - ითქვა გადაცემაზე.
16–დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის" აქტიურ
ჩართვას მიეძღვნა რადიო „რიონის" გადაცემაც, რომელიც ბევრ საინტერესო და აქტუალურ
საკითხს შეეხო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
| ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის 16-ვე დღეს
განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდნენ ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგები. პირველ დღეს ჩატარდა
ფსიქოლოგის ჯგუფური შეხვედრა სოფელ ხურჩაში. შემდეგ იყო შეხვედრები კოლექტიურ ცენტრებში,
ინდივიდუალური კონსულტაციები. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა მოზარდებთან ქალაქ
ქუთაისის ერთ-ერთ ბავშვთა სოციალურ სახლში.
მოზარდებს არ შეუძლიათ თავიანთი გრძნობების მართვა,
ამიტომაც მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება და მხარდაჭერა, ინდივიდუალური მიდგომა.
მათთან მუშაობა არტ-თერაპიის მეთოდით წარიმართა - ისინი ხატავდნენ თავიანთ ემოციებს,
ოცნებებსა და მიზნებს - თავიდან ვერაფრით განეწყვნენ, მაგრამ მერე მთელი სულითა და
გულით დაიწყეს ხატვა და თვითონვე გაიხარეს, როცა გამოუვიდათ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
| მათთვის მნიშვნელოვანია ფონდი „სოხუმის" პროექტებში
მონაწილეობა. ფონდში ჩატარებულმა ღონისძიებებმა შეცვალა მათი
ცხოვრება. ისინი უფრო აქტიურები გახდნენ და მათი მოტივაციაც
გაიზარდა. მათთვის განსაკუთრებით
საინტერესო აღმოჩნდა პროექტი „ქალთა ხმის გაძლიერება გადაწყვეტილების
მიღების პროცესში", რომელიც განხორციელდა
შვეიცარიის
საგარეო საქმეთაფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით. ისინი
ბევრნი არიან, მაგრამ ჟურნალ „ქალთა ხმაში" მხოლოდ 9 მათგანზეა მოთხრობილი -
აქტიური, საზოგადოებაში გამორჩეული ქალები, რომლებიც არ კმაყოფილდებიან მიღწეულით
და კიდევ მეტი წარმატებისკენ ისწრაფვიან... პროექტიხორციელდებაშვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მხარდაჭერით |
|
| ფონდი „სოხუმის" რადიოგადაცემაში შეჯამდა 16-დღიანი კამპანიის შედეგები.
რა გვიჩვენა ინტენსიურმა საზოგადოებრივმა
დისკუსიებმა, რა მდგომარეობაა ჩვენს საზოგადოებაში ქალთა გენდერული ძალადობისაგან დაცვის
კუთხით - რადიოგადაცემა ფონდის
მიერ გამართულ მასშტაბურ აქციებზე, მრგვალ მაგიდებზე, სამოქალაქო დებატებზე, საინფორმაციო
შეხვედრებზე მოგვითხრობს.
გადაცემა აშუქებს ფონდის მიერ ჩატარებული
ღონისძიებებს, სადაც კარგად გამოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების მზადყოფნა, მონაწილეობა
მიიღოს ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაში:
გადაცემის რესპონდენტების შეფასებით, კამპანიის მასშტაბები
ყოველწლიურად იზრდება და უფრო თვალსაჩინოდ ჩანს საზოგადოების ერთსულოვნება, შეურიგებელი
იყოს ქალთა მიმართ ძალადობისადმი.
პროექტი ხორციელდება
ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
| |