ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში
ჩატარდა დებატები ახალგაზრდებთან თემაზე „გლობალიზაციის გავლენა ახალგაზრდებსა და ტრადიციებზე".
შეხვედრას 16 მოსწავლე ესწრებოდა ქალაქის სხვადასხვა სკოლიდან. ისინი აქტიურად ჩაერთნენ
დებატებში, განიხილეს გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, განსაზღვრეს მისი
გავლენა და ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ მიუხედავად განვითარებისკენ სწრაფვისა,
ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |