ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ
ქალთა კლუბებიც შეუერთდნენ.
2 დეკემბერს, დღის 2 საათზე, ერთდროულად დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქსა
(ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ფოთი, ხონი, ზუგდიდი) და ოთხ
სოფელში (ბია, მენჯი, ექადია, კოკი) ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბები თემაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
კლუბებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურმა წევრებმა,
არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.
ამომრჩეველ ქალთა კლუბებზე გაიმართა დისკუსია ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან
არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით,
უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა - გამკაცრდეს ზომები მოძალადის მიმართ და გაიხსნას თავშესაფრები
მსხვერპლთათვის.
ინფორმაცია ჩატარებული კლუბების შესახებ იმავე დღეს დაიდო ამომრჩეველ ქალთა
კლუბების Facebook-გვერდებზე. |