დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".
ფონდმა „სოხუმმა" ასზე მეტი ღონისძიება ჩაატარა, მაგრამ სამოქალაქო
ფორუმი ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან მან შეაჯამა ფონდის მუშაობა და სამომავლო
გეგმებიც დაისახა.
ფორუმზე გაიმართა ქალთა
ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
წარმოდგენილ ფოტოსტენდებზე
კარგად ჩანდა ფონდის მრავალფეროვანი მუშაობა რეგიონებში.
უამინდობის მიუხედავად, ფორუმში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის - ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა, ჟურნალისტებმა, ფონდი „სოხუმის" ქალთა
მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა.
ფორუმზე შეფასდა სიტუაცია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრობლემის პრევენციის
კუთხით, ჯგუფური მუშაობის
შედეგად კი ჩამოყალიბდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სტრატეგია ოჯახში ძალადობის პრევენციის, შემთხვევების გამოვლენისა და მართვის კუთხით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |