მიუხედავად წინასაახალწლო სადღესასწაულო განწყობისა, სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის
შეხვედრას პრობლემებზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და მათი გადაჭრის მიზნით
გაგრძელდება თანამშრომლობა ადგილობრივ
სტრუქტურებთან, შეხვედრას ამჯერადაც ესწრებოდნენ ქალბატონები
სენაკის საკრებულოდან.
-ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერია, საკრებულო ხშირად ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, საახალწლოდ დევნილთა ერთ-ერთ
ჩასახლებას 25 ცალი გადასახური გამოუყვეს, - აღნიშნა კლუბის მოდერატორმა დინა გიორგაძემ.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის
ფონდის მხარდაჭერით |