ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები დაესწრნენ ბათუმის საკრებულოს 27
დეკემბრის სხდომას, რომელზეც 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა.
ბიუჯეტი 99 მილიონ 700 000 ლარია, რაც ბევრად ნაკლებია წინა
წლების თანხასთან შედარებით, ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა.
როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ბიუჯეტის 1/3 ინფრასტრუქტურულ
პროექტებს მოხმარდება.
25% განისაზღვრა განათლების, კულტურის და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის
მიმართულებით.
აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია „იაფი სახლის" (შეღავათიანი
საბინაო პროექტი)
პროექტმა. მოხდა შეთანხმება, რომ მოკლე ვადებში მოხდება
პროექტის კრიტერიუმების დეტალური გაწერა.
პრიორიტეტებად გამოცხადდა
ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები. იზრდება საბავშვო ბაღების
თანამშრომლების ხელფასი (დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი 80-დან 100
ლარამდე ეზრდება). განსაზღვრულია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და
მათი მხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტი გენდერული მახასიათებლების
კუთხით არ შეფასებულა, ის მაინც იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი პოლიტიკური
ნების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები. ამის
დასტურია ის ფაქტი, რომ სხდომაზე გოგიტიძეების მრავალშვილიან ოჯახს კარგი
საახალწლო საჩუქარი - საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში
აშშ საელჩოს მხარდაჭერით |